ახალ შესაძლებლობა კულტურული და შემოქმედებითი ორგანიზაციებისთვის
კულტურული და შემოქმედებითი შუამავალი ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის EU4Culture II ფარგლებში, საქართველოში მოქმედ კულტურულ და შემოქმედებით ორგანიზაციებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს.
აღნიშნული შესაძლებლობა მხარს უჭერს კულტურულ შუამავალ ორგანიზაციებს, რომლებიც აკავშირებს და აერთიანებს სფეროს წარმომადგენლებს, და აძლიერებს მათ სხვადასხვა სერვისების შეთავაზების გზით. პროგრამა დაეხმარება შერჩეულ ორგანიზაციებს, შექმნან და განავითარონ სექტორის საჭიროებებზე მორგებული ღირებული ინიციატივები და სერვისები.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა აპლიკაციები უნდა შეავსონ ინგლისურ ენაზე, და გამოაგზავნონ გოეთეს ინსტიტუტის სააპლიკაციო პორტალის (GAP) მეშვეობით. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 26 ოქტომბერი, 17:59 საათი (საქართველოს დროით).
სააპლიკაციო ფორმის, განაცხადის მოთხოვნებისა და პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე: GAP
კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია ელფოსტაზე: eu4culture@goethe.de, 2026 წლის 8 ოქტომბრის 23:59 საათამდე (საქართველოს დროით). დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 2026 წლის 6 ოქტომბერს, 15:00 საათზე (საქართველოს დროით). შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულის მეშვეობით.
პროგრამის შესახებ:
„EU4Culture II – მდგრადი შემოქმედებითი ეკოსისტემები“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროგრამაა, რომელსაც გოეთეს ინსტიტუტი ახორციელებს (ბიუჯეტი: 10 მილიონი ევრო). პროგრამა ხელს უწყობს კულტურის, როგორც ინოვაციების, ეკონომიკური და სოციალური განვითარების მამოძრავებელი ძალის, გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. პროგრამის მიზანია გააძლიეროს ხელს უწყობს კულტურის როლი,როგორც ინოვაციების, ეკონომიკური და სოციალური განვითარების მამოძრავებელიძალა, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
ეს ტექსტი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გოეთეს ინსტიტუტი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
იხილეთ აპლიკაციის გზამკვლევი ქვემოთ: