სემინარი ჟურნალისტებისთვის „Mobile Reporting“

  • გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში ,

სემინარის არსი:
დღესდღეობით სმარტფონის საშუალებით თითქმის ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი: ფოტოსა და ვიდეოს გადაღება, ხმის ჩაწერა, ტექსტის დაწერა და გაგზავნა, და თან ეს საოცარი ხელსაწყო ჯიბეშიც მარტივად ეტევა. შესაძლებელია თუ არა სმარტფონით პროფესიონალურად მუშაობა, თუ მისი საშუალებით ვიდეოს გადაღება მხოლოდ გამოსავალია გასაჭირის დროს, როდესაც რაღაცის სწრაფად გადაღება გვინდა?
 
ყველაფრის მიუხედავად: სატელევიზიო და ვიდეოჩანაწერების დიდი ნაწილი დღესდღეობით სმარტფონით იწერება და შუქდება. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ დროს? რა დამხმარე საშუალებებს უნდა მივმართოთ, რომელთა გარეშეც არაფერი გამოვა? აპლიკაციებს შორის რომელია საუკეთესო? როგორ ავარიდოთ თავი გადაღების დროს მეგობრის სატელეფონო ზარს, რომელსაც მნიშვნელოვანი ინტერვიუს ჩანაწერის გაფუჭება შეუძლია?  როგორ მოვძებნოთ საჭირო ენერგიის წყარო? როგორ მივიღოთ კარგი ხმოვანი ჩანაწერი?
 
სემინარზე გვსურს გაგარკვიოთ მობილური რეპორტაჟწარმოების („Mobile Reporting“) საფუძვლებში, აპლიკაციები და ტექნიკაც კარგად გაგაცნოთ, შემდეგ კი მათი გამოყენების საშუალება მოგცეთ. სემინარის ოთახიდან მალევე ქალაქში გავალთ. აქ პრაქტიკაში გამოვცდით, თუ როგორ შეიძლება ამ პატარა ხელსაწყოების თითქოსდა უსასრულო შესაძლებლობების შემოქმედებითად გამოყენება. რა დროს ღირს მისი გამოყენება და როდის არ გამოგვადგება ეს პატარა მრავლისშემძლე დანადგარი. 

ჩვენი მიზანია მოკლე ფილმების, ბლოკებისა და  live-რეპორტაჟების შექმნა, რომელთა პრეზენტაციაც სემინარის ბოლოს გოეთეს ინსტიტუტში შედგება.
 
დღე პირველი
როგორ ვითრდება ჟურნალისტიკის ეს მიმართულება "Mobile Reporting"
- სმარტფონის დღევანდელი შესაძლებლობები
- საჭირო აპლიკაციების გაცნობა
- შესაძლებელი დამატებითი ტექნიკის წარდგენა
 
დღე მე-2
თემების შერჩევა
საკუთრი შემოქმედება „გზაში“. სემინარის მონაწილეები დამოუკიდებლად და საჭიროების შემთხვევაში დოცენტების მითითებების გათვალისწინებით დააგებიან გზას ქალაქში
 
დღე მე-3
JOKER: Rest-პროდუქცია
პოსტპროდუქცია (ფაილების ტრანსფერი, ჭრა, ტექსტები, გახმოვანება და სხვა)
 
დღე მე-4
JOKER: Rest-პოსტპროდუქცია
შედეგების პრეზენტაცია
 
მნიშვნელოვანია:
მონაწილეებმა თან უნდა მოიტანონ აქტუალური სმარტფონი, რომელზეც უნდა შეეძლოთ ახალი აპლიკაციების ინსტალიაცია. აპლიკაციათა უმეტესობა უფასოა, თუმცა შეიძლება მიათი ფასი მოთხოვნის მიხედვით 1-დან 30 ევრომდეც მერყეობდეს. ფასიანი აპლიკაციები არ წარმოადგენს სემინარში მონაწილეობის აუცილებელ პირობას. 
კარგი დახმარება იქნება, თუ შესალებელი გახდება ერთი ტაბლეტის ან "ნორმალური" კომპიუტერის მოტანა. ეს გაამარტივებს ტექსტზე მუშაობას და  პოსტპროდუქციის დროს ჭრისთვის საჭირო ცალკეული პროგრამის დიდ ეკრანზე ნახვის საშუალებას მოგვცემს. ამასთანავე შევძლებთ იმ პრობლემებისა და შესაძლებლობების ჩვენებას, რომლებიც წარმოიშვება, როდესაც სმარტფონის გამოყენებით ვქმნით რამეს და მერე ფაილები კომპიუტერში გადაგვაქვს. 

სამუშაო ენა სემინარზე: გერმანული/ ქართული (თარგმანით) 
სემინარს უხელმძღვანელებენ დოცენტები: იენს ტერვორენი და არნდტ ლორენცი - ვესტდოიჩე რუნდფუნკის (კიოლნი) სატელევიზიო ჟურნალისტები.

სემინარზე ჩაწერა და კონტაქტი:
სემინარში მონაწილეობის მსურველებმა 2018 წლის 12 ნოემბრამდე უნდა გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე:

ზურაბ ბოლქვაძე
Zurab.Bolkvadze@goethe.de
ტელ.:   + 995 32 938945