|

09:00-11:30

გერმანული კინო: უმამოთა თაობა

კინოპროგრამა|#SpecialSummerScreenings

  • Zandukeli Str.16

  • Sprache ორიგინალურ ენაზე (ქართული და ინგლისური სუბტიტრებით)
  • Price დასწრება თავისუფალია

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი “პროექცია 24 • Projection 24”-თან თანამშრომობით წარმოგიდგენთ საზაფხულო კინოჩვენებების განსაკუთრებულ პროგრამას - “გერმანული კინო: უმამოთა თაობა”.

“ჩვენ, ომისშემდგომი გერმანიის ბავშვებს, მხოლოდ პაპებისგან შეგვეძლო გვესწავლა: ჩვენ არ გვყავდა მამები. ბევრი მამაკაცი ომში დაიღუპა, სხვები ტყვედ ჩავარდნენ. მამაჩემი ცოცხალი იყო, მაგრამ არასდროს იყო ჩემ გვერდით, ფასბინდერის მამამაც ადრე მიატოვა ოჯახი... ჩვენ ობლები ვიყავით - არც მასწავლებლები, არც აღმზრდელები, არავინ, ვისაც გაჰყვებოდი, არც ტრადიცია, არც მემკვიდრეობა... ასე გახდნენ ჩვენი ორიენტირები „პაპები“: ლანგი, მურნაუ, პაბსტი და სხვები”. - ვერნერ ჰერცოგი

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანულ კინოში სტაგნაციის პერიოდი დაახლოებით 10–15 წელი გაგრძელდა. 1960-იანი წლებიდან კინოს სათავეში ახალი გერმანული კინოს ახალგაზრდა, მეამბოხე რეჟისორები მოდიან: რაინერ ვერნერ ფასბინდერი, ფოლკერ შლენდორფი, მარგარეტ ფონ ტროტა, ვერნერ ჰერცოგი, ალექსანდრ კლიუგე, ვიმ ვენდერსი, ჟან-მარი შტრაუბი და სხვები. მათთვის მთავარი თემა პოსტნაცისტურ ეპოქაში გერმანული იდენტობის გააზრებაა - ნაცისტური წარსულის კრიტიკული გადააზრების გზით ახალი გერმანიის სახის ძიება.

პროგრამის განმავლობაში წარმოგიდგენთ ოთხ სხვადასხვა მხატვრულ ფილმს:

9 ივლისი | 21:00 - "პარიზი, ტექსასი" (1984, 145’), ვიმ ვენდერსი
11 ივლისი | 21:00 - "ლილი მარლენი" (1981, 121') რაინერ უერნერ ფასბინდერი
16 ივლისი | 21:00 - "ნოსფერატუ: ღამის აჩრდილი" (1979, 96') ვერნერ ჰერცოგი
18 ივლისი | 21:00 - "ბერლინი, ალექსანდერპლაცი" (2020, 183'), ბურჰან ქურბანი


ჩვენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია კინოს პროფესიონალების მონაწილეობით.

პროგრამის კურატორი: ლევან აბდუშელიშვილი
ჩვენებები გაიმართება ორიგინალურ ენაზე, ქართული და ინგლისური სუბტიტრებით. (მთარგმნელი: მარიამ პაიჭაძე)