ViceVersa: 3. გერმანულ-ქართული სახელოსნო

გერმანულ-ქართული მთარგმნელობითი სახელოსნო Foto: Goethe-Institut

Toledo-ს -გერმანული მთარგმნელობითი ფონდის პროგრამის, საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის, თბილისის მწერალთა სახლის და შვეიცარულ კულტურის ფონდის Pro Helvetia-ს მხარდაჭერით, მიუნხენის ლიტერატურულ სახლში 2023 წლის 23-დან 29 ოქტომბრამდე ჩატარდება.


მთარგმნელობითი სახელოსნოს ორგანიზება: საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი

მე-3 გერმანულ ქართული მთარგმნელობითი სახელოსნო გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად,
რომელიც ქართულიდან გერმანულ და გერმანულიდან ქართულ ენებზე მთარგმნელებს
შესაძლებლობას მისცემს: ერთობლივად იმუშაონ მათ მიერ თარგმნილ ტექსტებზე, განიხილონ
მთარგმნელობითი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი თემები და გაუზიარონ ერთმანეთს
პროფესიული გამოცდილება. სახელოსნოს ექვსდღიანი მუშაობის პროცესში განსაკუთრებული
ყურადღება დაეთმობა პროექტში მონაწილეთა მიერ თარგმნილ ტექსტებზე მსჯელობას, ასევე,
მთარგმნელობითი საქმიანობის ძირეულ საკითხებსა და ზოგად თემებზე დისკუსიას.

მონაწილეებს წინასწარ გაეგზავნებათ სათარგმნი ტექსტები. ამასთან, პროექტის მიზანია, ხელი
შეუწყოს ხანგრძლივი მთარგმნელთა პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და
განვითარებას.

სახელოსნოს ხელმძღვანელები წარმართავენ მუშაობის პროცესს და მოდერაციას გაუწევენ
სახელოსნოს ფარგლებში გამართულ დისკუსიებს. პროფესიული დისკუსიები კონკრეტულ
ტექსტზე დაყრდნობით ითვალისწინებს პრობლემათა გადაჭრის შესაძლებლობების განხილვას
და ლიტერატურული თარგმანის სპეციფიკურ პრობლემებსა და არსებით საკითხებზე
მსჯელობას. სახელოსნოს მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს ათი მთარგმნელი (ხუთი
გერმანულენოვანი ხუთი ქართულენოვანი მონაწილე). პროექტი ითვალისწინებს როგორც
გამოცდილი, ასევე ნაკლები გამოცდილების მქონე მთარგმნელების მონაწილეობას
ახალგაზრდა მთარგმნელებს და კოლეგებს, რომლებიც მოცემულ მომენტში რომელიმე
პროექტზე არ მუშაობენ, სურვილის შემთხვევაში საკონკურსო ტექსტები გაეგზავნებათ.

სახელოსნოს ხელმძღვანელები: რახელ გრატცფელდი, მაია ბადრიძე

მონაწილეები: ბელეტრისტიკული, დარგობრივი და ესეისტიკური ლიტერატურის
მთარგმნელები გერმანულიდან ქართულ და ქართულიდან გერმანულ ენებზე

პროქტის განხორციელების ადგილი: მიუნხენი, სალვატორპლატცი 1, 80333 მიუხენი, გერმანია

ხანგრძლივობა: 2023 წლის 23 ოქტომბრიდან (ორშაბათი) 29 ოქტომბრამდე (კვირა).

ხარჯები: მონაწილეობა უფასოა. მგზავრობის ღირებულება, ცხოვრება და კვება ვახშმის გარდა
ანაზღაურდება.

განცხადებების შემოტანის ბოლო ვადა: 20 ივნისი 2023

სააპლიკაციო საბუთები:
-- განმცხადებლის მოკლე ბიოგრაფია (გერმანულ და ქართულ ენებზე)
-- იმ ტექსტის თარგმანის მაქსიმუმ ხუთი სტანდარტული გვერდი, რომელზეც მთარგმნელი მუშაობს (გამომცემლობასთან ხელშეკრულება სავალდებულო არ არის; 30 სტრიქონი 60 სიმბოლოთი; გთხოვთ, დაიცვათ სტრიქონებს შორის, შეძლებისდაგვარად, დიდი ინტერვალები და დანომროთ სტრიქონები მარცხენა მინდორზე
-- ორიგინალური ტექსტის შესაბამისი ნაწილი
-- ავტორის და ნაწარმოების მოკლე დახასიათება, სახელოსნოს მუშაობასთან დაკავშირებული კითხვები (მაქსიმუმ ერთი გვერდი გერმანულ და ქართულ ენებზე)
-- კოლეგებს, რომლებიც მოცემული მომენტისთვის აქტუალურ პროექტზე არ მუშაობენ,  მოთხოვნის შემთვევაში, გაეგზავნებათ ხელმძღვანებლების მიერ შერჩეული ტექსტები
-- მონაწილე ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს სახელოსნოს მუშაობის მთელპროცესში.

გთხოვთ, მონიშნოთ ყველა განაცხადის დოკუმენტები თქვენი სახელისა და გვარის მითითებით და გამოაგზავნოთ ცალკე ფაილებად (.doc, .docx ან .pdf) ელექტრონული ფოსტით (გერმანულად) ზურაბ ბოლქვაძის მისამართზე: zurab.bolkvadze@goethe.de; სათაური: გერმანულ-ქართული მთარგმნელობითი სახელოსნო.

თქვენ მიიღებთ დასტურს ელექტრონული ფოსტით. მონაწილეების შერჩევა მოხდება ივლისის შუა რიცხვებამდე.

სემინარის შინაარსთან და აპლიკაციასთან დაკავშირებული შეკითხვებით, გთხოვთ, მიმართოთ სემინარის ხელმძღვანელებს:
აპლიკანტებისთვის გერმანული, როგორც სამუშაო ენა: Rachel Gratzfeld r.gratzfeld@bluewin.ch
აპლიკანტებისთვის ქართული, როგორც სამუშაო ენა:Maja Badridse maja_badridze@yahoo.de

აპლიკაციის PDF ვერსია