შემოქმედებითი კავშირები
2024-2025 წლებში, „შემოქმედებითი კომპასის“ პროექტის ფარგლებში 39 პროექტი განხორციელდა რამაც საქართველოს მასშტაბით 10 რეგიონი მოიცვა. პროგრამის მიზანი იყო ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება და კრეატიული პოტენციალის განვითარება ადგილობრივი კულტურის სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერით. პროფესიული თანამშრომლობის წახალისებით პროგრამამ არაერთი ახალი შესაძლებლობა შექმნა.
„შემოქმედებითმა კავშირებმა“ ხელი შეუწყო ინიციატივებს, რომლებიც აერთიანებდა მობილობას, თანაშექმნასა და თანაწარმოებას, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით. პროგრამის მიზანი იყო რეგიონული კრეატიული პოტენციალის წახალისება და შემოქმედებითი სივრცეების გაძლიერება.