Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1)Direkt zur Sekundärnavigation springen (Alt 3)Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)
art galleryMike Von on Unsplash

EU4Culture: მობილობის კონკურსი ხელოვანებისა და კულტურის პროფესიონალებისთვის

 

 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი EU4Culture ხელოვანებისა და კულტურის პროფესიონალების მხარდასაჭერად მობილობის კონკურსს აცხადებს.

კონკურსის პირველი ფაზა იწყება 2022 წლის 31 იანვარს და მოიცავს დაფინანსების შესაძლებლობას სტაჟირების, სასწავლო ვიზიტების, კონფერენციების, პროფესიული განვითარებისა და სხვა აქტივობებისთვის, რომლებიც ხელს უწყობს ცოდნის გაცვლასა და კულტურათაშორის დიალოგს.

კონკურსი მოიცავს სამი ტიპის მობილობას:

  • მოკლევადიანი (7-10 კალენდარული დღე) – 1500 ევრომდე
  • საშუალოვადიანი (5 კვირამდე) - 3500 ევრომდე
  • გრძელვადიანი (12 კვირამდე) - 5000 ევრომდე
  • ვირტუალური მობილურობები - 1000 ევრომდე
მობილობის პროექტები შეიძლება განხორციელდეს 2022 წლის ივლისიდან 2023 წლის ივლისამდე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?
18 წელზე უფროსი ასაკის ხელოვანებსა და კულტურის პროფესიონალებს, რომლებიც არიან მოქალაქეები და აქვთ ამჟამინდელი ლეგალური რეზიდენტის სტატუსი აზერბაიჯანში, მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში, ან არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეზიდენტები.

როგორ ხდება კონკურსში მონაწილეობის მიღება?
აპლიკანტებმა უნდა მოამზადონ სამოქმედო გეგმა საერთაშორისო მობილობის ბიუჯეტისთვის ონლაინ განაცხადის ფორმის გამოყენებით და წარადგინონ გოეთეს სააპლიკაციო პორტალზე (GAP).

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

კონკურსის ბოლო ვადაა: 2022 წლის 8 აპრილი, 18:00 (ადგილობრივი დროით).

2022-2024 წლებში EU4Culture მობილობის 5 საგრანტო კონკურს გამოაცხადებს, რომლის ფარგლებშიც გაიცემა 250-მდე ინდივიდუალური გრანტი. 
მობილობის საგრანტო სქემა მიზნად ისახავს გააძლიეროს კულტურათაშორისი დიალოგი და ხელი შეუწყოს ხელოვანებისა და კულტურის პროფესიონალებს შორის ცოდნის გაზიარებას, მხარი დაუჭიროს მათ პროფესიულ მობილობას და შექმნას კავშირები საერთაშორისო თანამშრომლობისათვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

პროექტს EU4Culture ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.


განაცხადის პროცესთან დაკავშირებით შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ხატია ჭოხონელიძეს, EU4Culture-ის კოორდინატორს საქართველოში, ელ.ფოსტის მისამართზე: ✉️ Khatia.Tchokhonelidze@goethe.de