ჩვენი სასწავლო კონცეფცია -
მიზანზე გათვლილი, მკვეთრად სტრუქტურირებული, მრავალფეროვანი

ჩვენი სასწავლო კონცეფცია ფოტო: Goethe-Institut/Sonja Tobias

გოეთეს ინსტიტუტში სწავლა მხოლოდ ენის შესწავლას არ ნიშნავს, არამედ კულტურის გაცნობასაც გულისხმობს. ტესტური შემოწმებისა და პირადი გასაუბრების შედეგად თქვენს წინასწარ ცოდნას დავადგენთ. ერთობლივად შევარჩევთ თქვენთვის შესაფერის კურსს. შეიტყვეთ უფრო მეტი გოეთეს ინსტიტუტში გერმანული ენის შესწავლის შესახებ.

ჩვენთან სწავლა

  • ითვალისწინებს სწავლისა და სწავლების სფეროში მიმდინარე  კვლევების უახლეს შედეგებს.
  • მრავალფეროვანი და კომუნიკაციურია. საუბარი, მოსმენა, წერა და კითხვა მიმდინარეობს რეალურთან მიახლობეულ  სიტუაციებში და აუთენტური ტექსტების გამოყენებით.
  • აქტუალურია და მრავალ სხვადასხვა კულტურაზეა გათვლილი. მხარეთმცოდნეობის თემები, (ინტერნეტ)პროექტები და საკვლევი დავალებები გერმანულ კულტურასთან ურთიერთმიმართების მრავალმხრივ შესაძლებლობას იძლევა.
  • სასწავლო ენა იმთავითვე გერმანულია.
  • ჩვენი სასწავლო ბაზა  გთავაზობთ ინოვაციურ და მოქნილ სასწავლო შესაძლებლობებს.

ჩვენი კურსების სისტემა

  • ეყრდნობა საერთო ევროპულ სარეკომენდაციო ჩარჩოს  (GER) 6 დონეს. ამგვარად, ჩვენს კურსებზე მიღებული ცოდნის ობიექტურად შეფასება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შედარებაც შესაძლებელია.
  • მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთიანი და გამჭვირვალეა. ერთი კურსის დასრულების შემდეგ  სწავლის სურვილისამებრ მოქნილად გააგრძელება შეგიძლიათ - ადგილზე, გერმანიაში ან ონლაინ.

ჩვენი მასწავლებლები

  • საგანგებოდ მომზადებულები არიან გერმანულის, როგორც უცხო ენის პედაგოგებად. ამის ბაზას მომზადებისა და კვალიფიკაციის საგანგებო პროგრამა წარმოადგენს DLL – გერმანულის შესწავლა და სწავლება, რომელიც გოეთეს ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ მეცნიერებთან ერთად შემუშავდა.
  • ფლობენ გერმანულს მშობლიური ენის დონეზე ან გერმანულ ენაში ძალზე მაღალი დონის ცოდნა აქვთ მიღებული.
  • გამოცდილები არიან სხვადასხვა ქვეყნებისა და კულტურების წარმომადგენლებთან ურთიერთობაში.
  • რეგულარულად მონაწილეობას იღებენ საკვალიფიკაციო პროგრამებში და,  შესაბამისად, ენის სწავლების სიახლეებში ჩახედულნი არიან.
  • რეგულარულად მოგაწვდიან ინფორმაციას თქვენი სწავლის შედეგების შესახებ და გაგიწევენ კონსულტაციას იმის თაობაზე, თუ როგორ გააგრძელოთ სწავლა.

ჩვენი გერმანული ენის გამოცდები

  • ჩვენი გამოცდები საერთაშორისოდაა აღიარებული და მრავალი დამქირავებლისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კვალიფიკაციის დამადასტურებელ საბუთად მიიჩნევა.
  • გოეთეს ინსტიტუტის ყველა გამოცდა მოზრდილთათვის შემოწმებულია ALTE-ს Association of Language Testers in Europe–ის მიერ და მინიჭებული აქვს ხარისხის ნიშანი  Q-Mark.

ჩვენი უპირატესობები

  • შეიგრძენით გერმანიის მთელი მრავალფეროვნება. გოეთეს ინსტიტუტის გერმანული ენის კურსი საშუალებას გაძლევთ, ისარგებლოთ ჩვენი ბიბლიოთეკებითა და მედიათეკებით და, ასევე, ჩვენს ღონისძიებებში მიიღოთ მონაწილეობა.
  • ისარგებლეთ ჩვენი უფასო შემოთავაზებით Deutsch für dich (გერმანული შენთვის), რომელიც სავარჯიშოებსა და საკომუნიკაციო უნარებზეა გათვლილი. გერმანულის შემსწავლელთა ჯგუფში თქვენ წვდომა გექნებათ ყოვლისმომცველ ინტერაქტიულ სასწავლო და სავარჯიშო მასალებზე და სხვა წევრებთან გაცვლის საშუალებაც გექნებათ.
ჩვენი კლიენტების კმაყოფილება ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამიტომაც შემოვიღეთ მსოფლიოს მასშტაბით მენეჯმენტის ხარისხის განმსაზღვრელი მეთოდი. ის უზრუნველყოფს ენის კურსებისა და გამოცდების ერთიან სტანდარტებს ყველა ინსტიტუტში მთელს მსოფლიოში.