ტენდერი ადგილობრივი მენტორებისთვის

ტენდერი ადგილობრივი მენტორებისთვის 

გოეთეს ინსტიტუტი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით EU4Culture II პროგრამის ფარგლებში, აცხადებს ტენდერს კულტურისა და შემოქმედებით სექტორებში მომუშავე ინდივიდუალური ექსპერტებისა და კონსულტანტებისთვის ადგილობრივი მენტორების პოზიციებზე Განაცხადების მისაღებად.  

ტენდერი მოიცავს მენტორების ორ განსხვავებულ პროფილს:

მენტორები შემოქმედებითი პლატფორმებისთვის (Living Labs)

მენტორები მხარდაჭერას გაუწევენ პროექტის ფარგლებში შექმნილ შემოქმედებით პლატორმებს (Living Labs) ორგანიზაციული და მმართველობითი სტრუქტურების განვითარებაში, დაინტერესებული მხარეების ჩართულობაში, სხვადასხვა ინოვაციური მიდგომების გამოყენებაში და ეკოსისტემის განვითარების ხედვის შემუშავებაში, ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში.

მენტორები შეირჩევიან აღმოსავლეთ პარტიონობის რეგიონში შემდეგი ქვეყნებისა და კონტექსტისთვის: სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოება

მენტორები კულტურული და შემოქმედებითი სექტორის ორგანიზაციებისთვის


მენტორები პროგრამაში ჩართულ ორგანიზაციებს დაეხმარებიან საკუთარი როლისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერებაში, ეკოსისტემისა და სამიზნე ჯგუფების საჭიროებების უკეთ გააზრებაში, ღირებულებითი შეთავაზებების შემუშავებასა და ტესტირებაში, პარტნიორობებისა და ქსელების განვითარებაში, ასევე მათი მომსახურებების მდგრადობის გაუმჯობესებაში.

მენტორები შეირჩევიან აღმოსავლეთ პარტიონობის რეგიონში, შემდეგი ქვეყნებისა და კონტექსტისთვის: საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოება.

აპლიკანტებს უნდა ჰქონდეთ შესაბამის სფეროში მინიმუმ შვიდწლიანი პროფესიული გამოცდილება და შერჩეული მენტორის პროფილის შესაბამისი კვალიფიკაცია.

შერჩეულ მენტორები მონაწილეობას მიიღებენ მენტორებისთვის განკუთვნილ ტრენინგში, რომელიც გაიმართება 2026 წლის ნოემბრის მეორე ნახევარში თბილისში.
 
როგორ გააკეთოთ განაცხადი:
გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა და CV-სა და ხელმოწერილ დეკლარაციის ფორმასთან ერთად გამოაგზავნოთ ელფოსტაზე EU4Culture@goethe.de არაუგვიანეს 2026 წლის 2 ოქტომბრის, 23:59 საათისა (CEST).

განაცხადების მიღების ბოლო ვადა
2026 წლის 2 ოქტომბერი, 23:59 CEST

მნიშვნელოვანი დოკუმენტები: