ექსპერიმენტული ოპერა "კაქტუსი"

Frauenaugen © Foto: Giorgi Kolbaia/ Goethe-Institut Georgien

2025 წლის 22 და 23 ნოემბერს თეატრში ,,ჰარაკი"  საქართელოს გოეთეს ინსტიტუტის პროექტის, ექსპერიმენტული ოპერი „კაქტუსის“ საპრემიერო ჩვენებები გაიმართა.
დადგმა ეხმიანებოდა მუსიკალური თეატრის თანამედროვე ფორმებს და ოპერის ფორმატში ცდიდა ახალ ესთეტიკურ და დრამატურგიულ მიდგომებს. იმ გარემოში, სადაც ექსპერიმენტული საოპერო წარმოებები შედარებით იშვიათია, „კაქტუსმა“ ჟანრზე დამატებითი პერსპექტივები გახსნა და არსებული მხატვრული გამოხატვის ფორმების გაფართოებას შეუწყო ხელი.

პროექტის მიზანი ახალი საოპერო ფორმების კვლევა და ექსპერიმენტის გზით ქართულ ოპერაში ინოვაციური ენის დანერგვა იყო. აღნიშნულმა ექსპერიმენტმა ოპერის ახლებური ხედვა წარმოაჩინა და აჩვენა, თუ რამდენად ღია და მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ეს ჟანრი.

საქართველოში საოპერო სფეროში აქცენტი მეტწილად კლასიკურ რეპერტუარზე ან ტრადიციული ნაწარმოებების თანამედროვე ინტერპრეტაციებზე კეთდება. ისეთი დადგმები, რომლებიც ორიენტირებულია ახალი საოპერო ენის შექმნაზე; დადგმაში სხვადასხვა მედიუმებისა და ციფრული/დიგიტალური საშუალებების ინტეგრირებაზე, იშვიათია. „კაქტუსი“  სწორედ ამის მცდელობაა.

ოპერა ,,კაქტუსის" პერსონაჟები და შემსრულებლები:
არქიტექტორი – გიორგი გოდერძიშვილი (ბანი)
კაქტუსი – კრისტოფერ მანინგი (კლარნეტი, ბასკლარნეტი)
კომპოზიტორი – თიკო ღოღობერიძე
ლიბრეტო – მინდია არაბული
დიზაინი / ვიდეო პროექცია – მარიამ სონღულაშვილი
კოსტუმები – უტა ბექაია
რეჟისორი – ილია ქორქაშვილი
ხმის რეჟისორი – ლაშა ნათენაძე
განათება – აჩი არღანაშვილი
პროექტის კურატორი – თიკო ღოღობერიძე
ვიდეო - შიო ხიდაშელი
__

 

გამოგვყევით