თქვენთვის განკუთვნილი განაცხადის შევსებისას ანგარიშის ტიპის შერჩევა:
თუ განაცხადს ავსებთ მუნიციპალიტეტის სახელით, ანგარიშის ტიპის ველში მონიშნეთ ორგანიზაცია/კომპანია. ეს ასევე ეხება ნებისმიერ სხვა რეგისტრირებულ ორგანიზაციას, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები.
თუ განაცხადს ავსებთ როგორც ფიზიკური პირი (მაგ. მობილობის გრანტებისთვის), გთხოვთ, აირჩიოთ „ფიზიკური პირი“.
თუ განაცხადს ავსებთ სააგენტოს სახელით (მაგ. საკონსულტაციო სააგენტოების შემთხვევაში), გთხოვთ, აირჩიოთ „სააგენტო“.
Goethe-Institut
ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაციაში მიუთითეთ ორგანიზაციის ოფიციალური საკონტაქტო ნომერი და ელექტრონული ფოსტა.
Goethe-Institut
ხოლო ორგანიზაციის საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაცია ივსება საკონტაქტო პირის შესაბამის ველებში.
Goethe-Institut
მოქმედი ელ-ფოსტა და პაროლი, რომელსაც გამოიყენებთ პორტალზე შესასვლელად.
ანგარიშების მონაცემის გრაფაში იწერება ის ელექტრონული ფოსტა, რომელსაც გამოიყენებთ პლატფორმაზე საკუთარი ანგარიშის წვდომისთვის. გაითვალისწინეთ, რომ პაროლი შეიძლება იყოს მხოლოდ ლათინური ასოებით, უნდა შეიცავდეს მინიმუმ 8 სიმბოლოს, სულ მცირე 1 დიდ და 1 პატარა ასოს.