Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)
Sokhum/iEU4Dialogue

EU4Dialogue

გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში ხელმძღვანელობს პროექტის EU4Dialogue
მესამე კომპონენტის (განათლება და კულტურა) ერთ-ერთ პაკეტს. კომპონენტის განხორცილებაზე, თავის მხრივ, პასუხისმგებელია DAAD (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური).

პროექტის ფარგლებში გოეთეს ინსტიტუტის პარტნიორები არიან გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტი, ხელოვნების და თანასწორობის ინტერნაციონალური ცენტრი Smashing Times (დუბლინი), ლატვიის ნაციონალური ბიბლიოთეკა.

პროექტი EU4Dialogue მიზნად ისახავს ურთიერთობების გამყარებას სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვის რესპუბლიკაში, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებში, განათლების და კულტურის სფეროში დიალოგს და ურთიერთობების გაღრმავების მიზნით აქტივობების ხელშეწყობას.

პროექტი დაიწყო 2021 წლის მაისში და დასრულდება 2025 წლის აპრილში.

 

პროფესიული პროგრამა გამომცემლებისთვის

ევროკავშირის პროექტის EU4Dialogue ფარგლებში, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან თანამშრომლობით აცხადებს პროფესიულ პროგრამას გამომცემლებისთვის.
 

EU4Dialogue EU4Dialogue

01.-23.04.2023
კონკურსი მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და ვიდეოების შესაქმნელად

კონკურსი მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და ვიდეოების შესაქმნელად გოეთეს ინსტიტუტის (EU4Dialogue) ახალი ვიდეო პლატფორმისთვის “Broadcasting Culture”. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ რეჟისორებს სამხრეთ კავკასიიდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან კონფლიქტური რეგიონების ჩათვლით.

EU4Dialogue EU4Dialogue

14.-18.11.2022
განაცხადების მიღება მწერლებისა და ილუსტრატორების სარეზიდენციო პროგრამისთვის

პროექტის EU4Dialogue ფარგლებში გოეთეს ინსტიტუტი აცხადებს მწერლებისთვის და ილუსტრატორებისთვის აზერბაიჯანიდან სარეზიდენციო პროგრამას თბილისში (საქართველოში).

EU4Dialogue - Call for 1st Cultural Management Academy EU4Dialogue

04.05. - 29.05.2022
EU4DIALOGUE - განაცხადების მიღება პირველი კულტურის აკადემიისთვის

პროექტის EU4Dialogue ფარგლებში გოეთეს ინსტიტუტი აცხადებს კულტურის მენეჯერებისთვის და პროფესიონალებისთვის სამხრეთ კავკასიისა და მოლდოვის რესპუბლიკიდან პირველ კულტურის აკადემიას.

EU4Dialogue EU4Dialogue

20.05. - 05.06.2022
განაცხადების მიღება მწერლებისა და ილუსტრატორების სარეზიდენციო პროგრამისთვის

პროექტის EU4Dialogue ფარგლებში გოეთეს ინსტიტუტი აცხადებს მწერლებისთვის და ილუსტრატორებისთვის სამხრეთ კავკასიიდან (მათ შორის კონფლიქტური რეგიონებიდან) სარეზიდენციო პროგრამას ერევანში.

EU4Dialogue EU4Dialogue

16.03. - 31.03.2022
განაცხადების მიღება: ფემინისტური ფილმის ფესტივალების რეგიონთაშორისი შეხვედრა

გოეთე-ინსტიტუტი საქართველოში იწვევს მცირე ფესტივალების ორგანიზატორებს, ფილმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს და ქალთა უფლებების დაცვის აქტივისტებს.

EU4Dialogue Writers' House Georgia

29.10. - 15.11.2021
განაცხადების მიღება: სარეზიდენციო პროგრამა

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4Dialogue ფარგლებში, სოციალურ თემებზე მომუშავე ფოტოგრაფებისთვის აცხადებს ერთკვირიან სარეზიდენციო პროგრამას თბილისში.