გამომცემლების სემინარი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
სამხრეთ კავკასიის და მოლდოვის რესპუბლიკის გამომცემლების ვიზიტი უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო პლატფორმაზე
ფრანკფურტი, ოქტომბერი 2023
პროფესიული პროგრამა, რომელიც მომზადდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან თანამშრომლობით, მიზნად ისახავდა სამხრეთ კავკასიის და მოლდოვის რესპუბლიკის ახალგაზრდა გამომცემლების წარდგენას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. მრავალფეროვან პროგრამაში წარმოდგენილი იყო აქტუალური თემები: გერმანული წიგნის ბაზრის გაცნობა, მსოფლიო წიგნის ბაზარზე დამკვიდრების შესაძლებლობები, რეგიონში არსებული საგამომცემლო გამოწვევები, ინტერრეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები და მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარება რეგიონში საგამომცემლო სფეროს გაძლიერებისთვის.