მანდარინები და სანელებლები

Tangerines and Spices Goethe-Institut

ზღაპრების სამყარო სამხრეთ კავკასიის კულტურებს აერთიანებს

ერევანი, თბილისი, 2022
 

ზღაპრების სიყვარული აერთიანებს მთელს სამხრეთ კავკასიას. პროექტის იდეა იყო სამხრეთ კავკასიელი მწერლებისა და ილუსტრატორების მოწვევა თანამედროვე ზღაპრების შესაქმნელად. ერევანსა და თბილისში გამართული რეზიდენციების შედეგად შედგენილ ანთოლოგიაში თავმოყრილია თანამედროვე ისტორიები, რომლებსაც თან ახლავს ილუსტრაციები. ანთოლოგიის გამოცემა იგეგმება სხვადასხვა ენაზე, რაც შეიძლება მეტმა მკითხველმა რომ აღმოაჩინოს კავკასიის კულტურული მრავალფეროვნება. ზღაპრების მეშვეობით ხომ ასეთი ადვილია ხილული თუ უხილავი საზღვრების გადალახვა, მითსა თუ რეალობაში მოგზაურობა, განსხვავებული სამყაროების გაცნობა და თანაგრძნობით განმსჭვალვა.

გამოგვყევით