Goethe-Zertifikat A1: Fit in Deutsch 1
Goethe-Zertifikat A1: Fit in Deutsch 1 არის 10-16 წლის ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის განკუთვნილი გერმანული ენის გამოცდა. ის ადასტურებს გერმანული ენის საწყისი დონის ცოდნას და საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) ექვსსაფეხურიანი სკალის პირველ (A1) საფეხურს შეესაბამება.
ამ გამოცდის ჩაბარებით შენ ადასტურებ, რომ შეგიძლია ...
- მარტივი კითხვების დასმა და მათზე პასუხის გაცემა, ასევე, რაღაცის თხოვნა და თხოვნაზე რეაგირება
- საკუთარ თავსა და სხვებზე მარტივი გამოთქმებისა და ფრაზების დაწერა
- დიალოგებისა და ტექსტების გაგება, რომლებიც ნაცნობ საგნებს ეხება.
You have disabled JavaScript in your browser settings. Please enable JavaScript to see the courses again. |
*) მოცემული შეღავათიანი ფასი ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ესწრებოდით გოეთეს ინსტიტუტის კურსს ბოლო ექვსი თვის მანძილზე. ექვს თვეში იგულისხმება პერიოდი ენის კურსის დასრულებასა და გამოცდის თარიღს შორის. ამ შემთხვევაში გამოცდის საფასურის გადახდის დროს ავტომატურად იცვლება ფასი. თუ ეს ასე არ მოხდა, გთხოვთ მიმართოთ თქვენი ენის კურსების ბიუროს.