Digitaler Bibliotheksausweis

BibToGo - Library App © Goethe-Institut Indonesien

რა იქნებოდა, გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკის ყველა სერვისი სახლიდან გაუსვლელადაც რომ გქონოდათ ხელთ? ამიერიდან, ჩვენი ბიბლიოთეკისთვის შექმნილი ციფრული სამკითხველო ბარათი ყოველივე ამას შესაძლებელს ხდის! BibToGo წარმოადგენს გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკის აპლიკაციას და თქვენს პირადი სამკითხველო ანგარიშს, რომელიც გაძლევთ წვდომას ჩვენს რესურსებსა და სერვისებზე თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილას.

რატომ BibToGo?

  • გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკის ყველა შეთავაზება თავმოყრილი ერთ აპლიკაციაში
  • საბიბლიოთეკო საქმიანობა ონლაინ, დროის ნებისმიერ მონაკვეთში
  • მწვანე უკეთესია: ბიბლიოთეკის ციფრული სამკითხველო ბარათი პლასტმასას გარეშე

რომელ ფუნქციებს ითავსებს BibToGo?

ციფრული სამკითხველო ბარათი

BibToGo: Bibliothek - App Foto: © Goethe-Institut Indonesien თქვენ გამოგიჩნდებათ პირადი ციფრული სამკითხველო ბარათი, რომელიც BibToGo-შია ჩაშენებული და ხელმისაწვდომია მაშინაც კი, თუ ინეტრნეტ-კავშირი არ გაქვთ . ბარათზე დატანილი შტრიხ-კოდით შეგიძლიათ გამოითხოვოთ რესურსები პირდაპირ ჩვენი მიღება-ჩაბარების მოწყობილობდან.

ᲞᲘᲠᲐᲓᲘ ᲐᲜᲒᲐᲠᲘᲨᲘ

BibToGo: Bibliothek App © Goethe-Institut Indonesien BibToGo გიმარტივებთ წვდომას საკუთარ სამკითხველო ანგარიშზე, რითაც გაძლევთ შესაძლებლობას გადაამოწმოთ გამოთხოვილი რესურსები და, სურვილის შემთხვევაში, გაახანგრძლივოთ მათი ჩაბარების ვადა.

შემოთავაზებული რესურსები

BibToGo: Bibliothek - App © Goethe-Institut Indonesien არ ხართ დარწმუნებული, რა სახის რესურსია თქვენთვის საუკეთესო? BibToGo-ს საშუალებით გეძლევათ შეუზღუდავი წვდომა ბიბლიოთეკის შეთავაზებათა სრულ კატალოგზე.  რესურსების თემატურად დალაგებული სიები დაგეხმარებათ სწორი არჩევნის გაკეთებაში.

ციფრული რესურსები ONLEIHE-ში
  BibtToGo: Bibliothek App © Goethe-Institut Indonesien 35000-ზე მეტი გერმანულენოვანი ელექტრონული და აუდიო წიგნი, ფილმები, გერმანული ენის სასწავლო სახელმძღვანელოები, ჟურნალები და გაზეთები ხელმისაწვდომია BibToGo-დან ჩამოსატვირთად. უფასოდ. რეკლამების გარეშე. ყველგან და ყოველთვის.

QR-კოდის წამკითხველი
 

BibToGo: Bibliothek - App © Goethe-Institut Indonesien ეძებთ დამატებით ინფორმაციას, თუ კიდევ როგორ ისარგებლოთ ჩვენი რესურსებით? გამოიყენეთ აპლიკაციაში ჩაშენებული QR კოდის წამკითხველი ბიბლიოთეკაში ყოფნის დროს და მიიღეთ დამატებით ინფორმაცია.

მიმართეთ ბიბლიოთეკარს
  BibToGo: Bibliothek - App © Goethe-Institut Indonesien დამატებითი შეკითხვებისა და დახმარების საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკარს

BibToGo

BibToGo

საბიბლიოთეკო აპლიკაცია „BibToGo“ გოეთეს ინსტიტუტისგან

საბიბლიოთეკო აპლიკაცია „BibToGo“ გოეთეს ინსტიტუტისგან თქვენი პირადი სამკითხველო ანგარიში, რომლითაც მუდმივი წვდომა გაქვთ ჩვენს რესურსებსა და სერვისებზე
აქ შეიტყობთ მეტს

BibToGo

თქვენი პირადი სამკითხველო ანგარიში, რომლითაც მუდმივი წვდომა გაქვთ ჩვენს რესურსებსა და სერვისებზე
აქ შეიტყობთ მეტს

BibToGo

ასე ამოქმედდება BibToGo:

ნაბიჯი 1: ჩამოტვირთეთ BibToGo თქვენს მოწყობილობაში PlayStore ან App Store-დან.

ნაბიჯი 2: შედით პირადი My Goethe.de ანგარიშით.

ნაბიჯი 3: მიაკითხეთ ბიბლიოთეკის საინფორმაციო მაგიდას და აამოქმედეთ აპლიკაცია.

ხშირად დასმული შეკითხვები

შეკითხვებისა და აპლიკაციასთან დაკავშირებული სირთულეების არესბობის შემთხვევაში, გთხოვთ, გაეცნოთ ხშირად დასმული შეკითხვების სიას ან დაგვიკავშირდეთ ფორმულარის მეშვეობით.

შესაძლოა დაგაინტერესოთ

გამოგვყევით