კულტურა მოძრაობაში

კავკასიის მრავალფეროვნება Foto: Goethe-Institut

გოეთეს ინსტიტუტის რეგიონალური მობილობის ფონდი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში

სამოგზაურო სტიპენდიები კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და სახელოვნებო ორგანიზაციებისათვის
განაცხადების მიღების თარიღი:
2020 წლის 31 მაისის 23:59 საათამდე (იმ მოგზაურობებისათვის, რომლებიც დაგეგმილია 2020 წლის 1 სექტემბრიდან 2020 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით).
 

განაცხადის ენა:
გერმანული, ინგლისური (გერმანიაში მოგზაურობის შემთხვევში)
გერმანული, ინგლისური, რუსული (რეგიონის ქვეყნებში მოგზაურობის შემთხვევაში).
 

მიზნობრივი ჯგუფი: კულტურის სფეროს  წარმომადგენლები (18 წლის ზემოთ) და სახელოვნებო ორგანიზაციები.
 
საზოგადოებრივი ცვლილებები დღესდღეობით მრავალმხრივი დიალოგის გარეშე წარმოუდგენელია. პროგრამა „კულტურა მოძრაობაში: გოეთეს ინსტიტუტის რეგიონალური მობილობის ფონდი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში“ ხელს უწყობს პროფესიულ გაცვლასა და  თანამედროვე კულტურის სფეროს წარმომადგენელთა შეხვედრებს, რაც რეგიონის ქვეყნებსა და გერმანიაში კულტურის ასპარეზის სამომავლო განვითარებას ემსახურება. პროგრამის მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი სტრუქტურების შექმნა და განმტკიცება.
 
პროგრამის ფარგლებში გაიცემა სამოგზაურო სტიპენდიები. სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ კულტურის სფეროს წარმომადგენლებსა და დაწესებულებებს, რომლებიც საზოგადოებრივ ცვლილებებს ხელს უწყობენ და წარმოაჩენენ.
 
განაცხადის შემოტანა შესაძლებელია შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, თურქმენეთი, რუსეთი, საქართველო, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ყირგიზეთი.
 
პროგრამის ფარგლებში გერმანულ სახელოვნებო ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიწვიონ კულტურის სფეროს წარმომადგენლები ჩამოთვლილი ქვეყნებიდან გერმანიში. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ პროგრამა არ ითვალისწინებს ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეთა მოწვევას გერმანიიდან აღნიშნულ ქვეყნებში.
 
სამოგზაურო სტიპენდია ხელს უწყობს კულტურის სფეროს წარმომადგენლების გაცვლით ვიზიტებს როგორც აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის, ასევე მათ სტუმრობას გერმანიაში.
 
 
ფონდის პროგრამა:

•       პროგრამა 1 ინდივიდუალური სამოგზაურო პროგრამაა და გათვლილია კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე (მხატვრები, კურატორები, სამხატვრო ხელმძღვანელები, პროდიუსერები,  პროექტების ხელმძღვანელები და ა.შ.), რომლებიც გერმანიაში ან აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების კულტურულ ღონისძიებებში აპირებენ მონაწილეობას. 
•       პროგრამა 2 გათვლილია გერმანიის ან  აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების სახელოვნებო ორგანიზაციებებზე, რომლებსაც ამ რეგიონის ქყვეყნებიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლების მოწვევა სურთ.
 
 
მოგზაურობის შესაძლო მიზნები:

 
- აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებებში, ასევე საკუთარი  ნამუშევრის პრეზენტაცია (მაგ.: კინოს, ცეკვის ან თეატრის ფესტივალის ფარგლებში, კულტურულ-პოლიტიკურ დისკუსიებში, სიმპოზიუმებსა ან გამოფენებზე).
- სემინარებსა და ვორკშოპებში მონაწილეობა პროფესიული პროფესიული განვითარების მიზნით.
- კვლევებითი სამუშაო და გამოცდილების გაზიარება  პოტენციურ პარტნიორებთან, ერთობლივი პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით. 

 
დაფინანსების სახე და რაოდენობა:
 
ფონდი გასცემს სამოგზაურო სტიპენდიებს მაქსიმუმ 2.500 ევროს (ბრუტო) ოდენობით. სტიპენდია მოიცავს სამგზავრო და სასტუმროს ხარჯებს, დღიურ ფულს და შესაძლო ვიზის ღირებულებას. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია გაწეულ იქნას შუამდგომლობა (შენგენის) ვიზის მისაღებად.
 
გთხოვთ, განაცხადის შემოტანისას გაითვალისწინოთ, რომ ხარჯთაღრიცხვაში მხოლოდ ეს პუნქტები უნდა იყოს შეტანილი.
 

სტიპენდიის გადახდა:

სტიპენდიის გადახდის პირობები გაწერილი იქნება სტიპენდიანტის ხელშეკრულებაში.


ხელშეწყობის სახე და მოცულობა:
 
რეგიონალური მობილობის ფონდის საორგანიზაციო სამუშაოს ახორციელებს მოსკოვის გოეთეს ინსტიტუტის კულტურის განყოფილება. განყოფილების თანამშრომლები გულდასმით ამოწმებენ შემოსულ დოკუმენტაციას, არის თუ არა ის თანხვედრაში განაცხადის მოცემულ კრიტერიუმებსა და მიზნებთან, როგორც შინაარსობრივად, ისე ფინანსურად. 
გადაწყევეტილებას იღებს გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლებისაგან და მოწვეული ექსპერტებისაგან შემდგარი ჟიური. ჟიურის გადაწყვეტილება  გამოცხადდება არაუგვიანესს 4 კვირისა განაცხადების შეტანის დამთავრებიდან. შედეგები გასაჩივრებას არ ექვემდებარება.


სტიპენდიის კრიტერიუმებია:

განაცხადის შინაარსობრივი მხარე
თანამედროვე ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილი
შინაარსისა და ფორმატის სიახლე
აქტუალური საზოგადოებრივი დისკურსის განვითარებაზე მიმართული პროექტები
წინასწარი საინფორმაციო ვიზიტები სამომავლო ერთობლივი პროექტების შემუშავებისთვის
თემატური კავშირი გერმანულ კულტურასთან. 
 
სტიპენდიანტებს, რომლებმაც 2019 წელს და 2020 წლის პირველი ნახევარში მიიღეს ეს სტიპენდიები,  პროგრამაში განმეორებითი მონაწილეობა სამი წლის შემდეგ შეუძლიათ.
 
პროგრამა არ უწყობს ხელს კომერციულ წამოწყებებს.
 

განაცხადის შეტანის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გააგზავნონ განაცხადი (დოკუმენტების ჩამონათვალი იხილე ქვემოთ) შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე sinaida.shershun@goethe.de  2020 წლის 31 მაისის ჩათვლით, მოსკოვის დროით 23:59 საათამდე.
 
გაითვალისინეთ, რომ გერმანიაში გამგზავრების მსურველებმა განაცხადი უნდა შეავსოთ მხოლოდ გერმანულ ან ინგლისურ ენებზე.
 
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის მოგზაურობის მსურველებს შეუძლით განაცხადი წარმოადგინონ გერმანულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე.
 
პროგრამა 1: ინდივიდუალური განმცხადებლები (კულტურის სფეროსა და სახელოვნებო ორგანიზაციების წარმომადგენლები)
 
1. განაცხადის ფორმა 1
გერმანულად / ინგლისურად / რუსულად

2. მიმღები ორგანიზაციის მოწვევა (მისი არსებობის შემთხვევაში)
3. განაცხადში აღწერილი პროექტის 4-6 ფოტო 

პროგრამა 2: სახელოვნებო  ორგანიზაციებისათვის

1. განაცხადის ფორმა 2
გერმანულად / ინგლისურად / რუსულად

2. განაცხადში აღწერილი პროექტის/მოწვეული პიროვნების/ჯგუფის 4-6 ფოტო 
 
 
ვალდებულებები:
 
გამარჯვებული სტიპენდიანტები (როგორც ინდივიდუალური განმცხადებლები, ასევე ორგანიზაციები), გოეთეს ინსტიტუტთან გააფორმებენ ხელშეკრულებას, რომელშიც ორივე მხარის ვალდებულებები დეტალურად იქნება გაწერილი.
 
სტიპენდიანტები ვალდებული არიან გოეთეს ინსტიტუტს დროულად წარუდგინონ (შენგენის) ვიზის  მისაღებად სავალდებულო დოკუმენტაცია.
 
მოგზაურობის დაგეგმვისას სტიპენდიანტი ვალდებულია რეალურად გათვალოს დრო, რომელიც საჭიროა ამ მოგზაურობის მოსამზადებლად და ორივე მხარეს მიერ ყველანაირი ფორმალობის მოსაგვარებლად. სტიპედიის მიღების თანხმობასა და მოგზაურობის დაწყებას შორის უნდა იყოს 2-დან 4 კვირამდე შუალედი (იმ შემთვევაში, თუ სტიპენდიანტს სჭირდება ვიზა).
 
მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ სტიპენდიანტი/სახელოვნებო ორგანიზაცია ვალდებულია გოეთეს ინსტიტუტს წარუდგინოს მოგზაურობის შინაარსობრივი და ფინანსური ანგარიშები, მათ შორის ფოტო და საგაზეთო დოკუმენტაცია პროექტის შესახებ.
 
მომწვევი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან ბეჭდურ მედიასა და საკუთარ ინტერნეტგამოცემებში მიუთითონ გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერაზე.
 
სტიპენდიანტები თავად გეგმავენ და ახორციელებენ მოგზაურობებს.
 
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: sinaida.shershun@goethe.de