სტუდენტებისა და მოსწავლეების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გადავდივართ დისტანციური სწავლების ფორმატზე. სასწავლო პროცესი წარიმართება დისტანციურად - ჩვენს სასწავლო პლატფორმაზე მუშაობისა და ონლაინ სესიების ფორმით.
ჩვენთან ისწავლით გერმანულ ენას უკვე ონლაინ ფორმატში.
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში საგამოცდო პროცესი განახლდა!
რომელი გამოცდა რა დროს და რა რეგულაციებით ჩატარდება, შეგიძლიათ იხილოთ საგამოცდო რუბრიკაში:
დაჯავშნეთ და ჩააბარეთ თქვენთვის სასურველი გამოცდა!
გამოცდებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვა შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე:
Pruefungen-tbilissi@goethe.de
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში დროებით შეჩერებულია კვალიფიკაციის ამაღლების სემინარების ჩატარება. მალე შეძლებისდაგვარად შემოგთავაზებთ სემინარებს ონლაინ ფორმატში. განახლებული განრიგისა და ფორმატის შესახაბ ინფორმაციას მიიღებთ ჩვენი ვებგვერდისა და სოციალური ქსელების საშუალებით. დარეგისტრირებული მასწავლებლები მიიღებენ ინფორმაციას ელექტრონულ ფოსტაზე. შეკითხვები გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე:
sbbko1-tbilissi@goethe.de
ჩვენი ღონისძიებები გადაიდო ან გაუქმდა. დეტალური ინფორმაციას გამოქვეყნებულია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის საკომუნიკაციო არხებზე:
გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკა დაკეტილია, მაგრამ ჩვენს მედიებზე ხელი მიგიწვდებათ Onleihe-ს საშუალებით. გატანილი მასალების დაბრუნების ვადა ავტომატურად გახანგრძლივდება ორი კვირით გახსნის დღიდან. ბიბლიოთეკის მომსხურებასთან დაკავშირებული კითხვებით მოგვმართეთ ელექტრონულ მისამართზე:
Bibliothek-Tbilissi@goethe.de
სიახლეების შესახაბ ინფორმაციას მიიღებთ ჩვენი ვებგვერდისა და სოციალური ქსელების საშუალებით. ზოგადი შეკითხვებისათვით მოგვმართეთ ელექტრონულ მისამართზე:
Info-tbilissi@goethe.de
ხშირად დასმული შეკითხვები
კონსულტაცია
გოეთეს ინსტიტუტის აქტუალური კურსების შესახებ ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ აქ.ჩვენი კურსები თუ გნებავთ კონსულტაცია, რომ კურსი სწორად შეარჩიოთ, შეავსეთ მითითებული ფორმულარი. ჩვენ 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებით, რომ შეგითანხმოთ Zoom-ში საკონსულტაციო შეხვედრა. ჩვენი პედაგოგები სიამოვნებით გაგიწევენ კონსულტაციას ყველა ტიპის კურსთან დაკავშირებით და დაგეხმარებიან, რომ სწორად შეარჩიოთ კურსი.
კონსულტაცია თუ გერმანული ენა საერთოდ არ იცით, შეგიძლიათ პირდაპირ დარეგისტრირდეთ გერმანული ენის A1.1 - კურსზე აქ.
ტესტირება
თუ გერმანულ ენას საბაზისო დონეზე ფლობთ და გნებავთ დაჯავშნოთ კურსი, შეგიძლიათ დისტანციურად გაიაროთ ენობრივი დონის დასადგენი ტესტირება. წერითი ტესტის შემდეგ ჩაგიტარდებათ გოეთეს ინსტიტუტის პედაგოგის მიერ ზეპირი ინტერვიუ და ამის შემდეგ გაივლით კონსულტაციას. აღნიშნული პროცესი შესაძლებლობას გაძლევთ სწორად შეარჩიოთ კურსის საფეხური და ფორმატი.როგორ შემიძლია გავიარო ტესტირება?
ტესტირება ტარდება დისტანციურად და უფასოა.ტესტზე მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ დროის იმ მონაკვეთში, როცა თქვენ გეცლებათ. საყურადღებოა, რომ ტესტის შეწყვეტა და გაგრძელება არ არის შესაძლებელი, თუ დაიწყებთ ბოლომდე უნდა დაასრულოთ. ამისათვის დაგეგმეთ ერთი საათი. ტესტის დასრულების შემდეგ მიიღებთ წერილობით მოწვევას ზეპირ გასაუბრებასა და კურსის შესახებ ინდივიდუალურ კონსულტაციაზე.
აქ შეგიძლიათ გააკეთოთ ცოდნის დონის დასადგენი ტესტირება:
ცოდნის დონის დასადგენი ტესტი ტესტირება და კურსებზე ჩაწერა შესაძლებელი იქნება 2021 წ. 12 იანვრიდან - 21 იანვრამდე.
აქტუალურ საგამოცდო თარიღებს და რეგისტრაციის ვადებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე ან სოციალური მედიის მეშვეობით.
ჩვენი უფასო და ციფრული ბიბლიოთეკა Onleihe თქვენს განკარგულებაშია.
თუ შეკითხვები გაგიჩნდებათ, მოგვმართეთ მისამართზე: Bibliothek-Tbilissi@goethe.de