"ჩაატარე ენების ევროპული დღე შენს სკოლაში!"

Fortbildung Goethe-Institut

შაბათი, 05.09.2020

ტრენინგი მასწავლებლებისთვის

ტრენინგის შესახებ

2012 წლიდან ყოველწლიურად სექტემბერის ბოლოს საქართველოში ენების ევროპული დღე აღინიშნება. ღონისძიების ორგანიზატორია EUNIC Georgia - საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ეროვნული კულტურის ინსტიტუტების გაერთიანება.
ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მოიცავს სახალისო კონკურსებსა და თამაშებს, შემეცნებით თუ გასართობ სავარჯიშოებს, მუსიკალურ თუ ციფრულ ანიმაციებს. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, უკეთ გაეცნონ ევროპაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის კულტურულ თუ ენობრივ თავისებურებებს და მოიგონ პრიზები.

COVID-19-ის გამო 2020 წელს დაგეგმილი ღონისძიებები ონლაინ ფორმატში ჩატარდება. სპეციალურად სკოლის მასწავლებლებისთვის ჩატარდება ერთდღიანი ტრენინგი  "ჩაატარე ენების ევროპული დღე შენს სკოლაში!", სადაც მასწავლებლები გაეცნობიან ღონისძიების სპეციფიკას და მიიღებენ ღონისძიების თავიანთ სკოლაში ჩასატარებლად საჭირო მასალებს (როგორც ონლაინ, ასევე დასწრებულ ფორმატში ჩასატარებლად). ტრენინგის გავლის შემდეგ მასწავლებლები დამოუკიდებლად შეძლებენ ენების ევროპული დღის ორგანიზებას თავიანთ სკოლებში. ევროპის საბჭო ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებისთვის გაიღებს პრიზებს.

თარიღი და ფორმატი

ტრენინგის ჩატარების თარიღი: 05.09.2020 (დიდი მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებითი ტრენინგის შეთავაზება 06.09.2020)
ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 აკ. სთ.
ტრენინგის დასაწყისი: 11 სთ.
ტრენინგი ჩატარდება ონლაინ პლატფორმა Zoom-ში.

მონაწილეობის პირობები

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა. ნებისმიერი სკოლის ნებისმიერი საგნის მასწავლებელს შეუძლია ტრენინგში მონაწილეობა. თუმცა რეკომენდებულია, რომ მონაწილე იყოს უცხო ენის მასწავლებელი.
მონაწილეებისგან ველოდებით მზაობას, გახდეს საკუთარ სკოლაში ენების ევროპული დღის ორგანიზატორი და გამოავლინოს ღიაობა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების მიმართ.
დიდი რაოდენობით განაცხადების მიღების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ უფრო ადრე დარეგისტრირებულ კანდიდატებს, რეგიონის სკოლებსა და მათ, ვისაც გასულ წელს ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

რეგისტრაცია

თუ გსურთ მონაწილეობის მიღება, 2020 წლის 28 აგვისტომდე უნდა შეავსოთ ჩვენი ონლაინ-ფორმულარი. დამატებით კი, უნდა გამოგვიგზავნოთ ამ ონლაინ-ფორმულარში ინტეგრირებული სარეკომენდაციო წერილი, ხელმოწერილი სკოლის დირექციის მხრიდან; გთხოვთ, ხელმოწერილი წერილი დასკანერებული ფორმით გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: coordinator.edl.georgia@gmail.com.

კონტაქტი

თამარ შაშიაშვილი
კოორდინატორი
ტელ.: +995 599 28 09 01
coordinator.edl.georgia@gmail.com
 
Fortbildung Goethe-Institut

დაბრუნება