მულტიპლიკატორების პროგრამა

მულტიპლიკატორების პროგრამა

მულტიპლიკატორების პროგრამა @ Goethe-Institut Georgien

გერმანული ენის მასწავებლების კვალიფიკაციის ამაღლება გოეთეს ინსტიტუტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენი საკვალიფიკაციო პროგრამები მასწავლებლებს ეხმარება უცხო ენის დიდაქტიკისა და მეთოდიკის თანამედროვე ტენდენციებს გაეცნონ და უახლესი მეთოდები გამოიყენონ საკუთარ გაკვეთილზე. ჩვენი ყველა სემინარი და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გოეთეს ინსტიტუტის მუტიპლიკატორების მიერ იგეგმება და ტარდება. გოეთეს ინსტიტუტის მუტიპლიკატორების არიან კომპეტენტური და აქტიური მასწავლებები, რომლებიც გოეთეს ინსტიტუტის დავალებით მეთოდიკა-დიდაქტიკის სემინარებს დასწრებული, ონლაინ და კომბინირებული ფორმატით ატარებენ და საგანმანათლებლო პროექტების კონცეფციების შემუშავებაში, დაგეგმვასა და რეალიზებაში მონაწილეობენ. აქტიურ პრაქტიკასთან ერთად მათ გოეთეს ინსტიტუტში პროფესიული განვითარებისა და გადამზადების მუდმივი შესაძლებლობები აქვთ.

გოეთეს ინსტიტუტი აცხადებს 2018-2020 წწ. მუტიპლიკატორების მომზადების პროგრამას, რომელშიც  მონაწილეობას მაღალი მოტივაციის მქონე გერმანული ენის მასწავებლები მიიღებენ. პროგრამა 18 თვე გაგრძელდება და მასში მონაწილეობა უფასოა. პროგრამაში მონაწილეების კანდიდატები კონკურსის წესით შეირჩევიან.
 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მასწავლებლებს, რომელებიც
1. 3 წელზე მეტი ასწავლიან გერმანულს როგორც უცხო ენას.
2.  გერმანულ ენას მინიმუმ C1 დონეზე ფლობენ (საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს შესაბამისად).
3. მზად არიან, მეთოდური და დიდაქტიკური უნარ-ჩვევების დაუფლებისა და განვითარებისათვის.
4. შეძლებენ საკუთარ სასწავლო დაწესებულებაში და საკუთარ საცხოვრებელ გარემოში გაძლიერებულად გაუფრთხილდნენ გერმანული ენის სწავლებას და ხელი შეუწყოს მას
5. მზად არიან გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობისათვის.
 
კონკურსის წესით შერჩეული 25 მონაწილე სწავლას დაიწყებს ონლაინ კურსით "გაკვეთილის დაგეგმვა". ეს კურსი დაეხმარება მასწავლებელს, არსებული ცოდნა და პრაქტიკული უნარები განავითაროს და გაიღრმავოს. ონლაინ კურსი 2018 წლის 17 სექტემბერს დაიწყება და 10 კვირა გაგრელდება. კურსის დავალებების 70%-ის შესრულების შედეგად მონაწილეობა წარმატებულად ჩაითვლება და მონაწილეს გოეთეს ინსტიტუტის ცნობა გადაეცემა. 20 წარმატებული მონაწილე ტუტორებისა და კოორდინატორების რეკომენდაციით შემდეგ საფეხურზე გადავა. 2018 წლის დეკემბერში ისინი თბილისში ჩატარებულ სემინარზე მიიღებენ მონაწილეობას, სადაც მულტიპლიკატორების პროგრამაში შემდგომი მონაწილეობა გადაწყდება.
 
უშუალოდ მულტიპლიკატორების მომზადება 2019 წის დასაწაყისში დაიწყება და 2020 წლის შუამდე გაგრძელდება.  მონწილეები უახლესი მეთოდურ-დიდაქტიკური მიდგომებს დაეუფლებიან ინოვაციური სასწავლო პროგრამის  "Deutsch Lehren Lernen" საფუძველზე. გარდა ამისა მათ ზრდასრულთა სწავლების შესაბამისი სემინარის დიდაქტიკისა და ტუტორირების სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდებათ. მთელი პროგრამა ე.წ. Blended-Learning-ის ფორმატშია გაწერილი და დასწრებული და ონლაინ ფაზებისგან შედგება. კურსი ქმედების კველვას (Aktionsforschung) ეფუძნება. სასწავლო პლატფორმაზე და დასწრებულ სემინარებზე შეძენილი ცოდნის და უნარების გამყარება კურსის ბოლოს გერმანიაში კვალიფიკაციის ამაღლების სემიანრზე მოხდება. პროგრამის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში მონაწილლები გოეთეს ინსტიტუტის სერტიფიკატს მიიღებენ, რომელიც მათ უფლებამოსილებას მიანიჭებს, გოეთეს ინსტიტუტის დავალებით სხვადასხვა ფორმატის სემიანრები ჩაატარონ.
  • მულტიპლიკატორები გოეთეს ინსტიტუტის პარტნიორთა ქსელს მიეკუთვნებიან
  • მათ აქვთ გოეთეს ინსტიტუტის მიერ შექმნილ მასალებზე წვდომა (Moodle-ის სასწავლო პლატფორმაზე)
  • უპირატესობა სემინარებისა და ღონისძიებების ჩატარებასა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში მონაწილეობაში როგორც სამხრეთ კავკასიაში ასევე გერმანიაში
  • ხარისხის უზრუნველყოფა და განვითარება მათი საქმიანობის ფარგლებში
  • შესაბამისი ლოგოს გამოყენების უფლება

განაცხადი

გამოაგზავნეთ სრული განაცხადი შემდეგ ელ. ფოსტაზე: ana.mshvildadze@goethe.de
და დანიშნულებაში მიუთითეთ "Ausbildung neuer Multiplikatoren 2018". განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10.09.2018

საჭირო საბუთები:
- შევსებული განაცხადის ფორმა (ცალკე დოკუმენტად)
- სამოტივაციო წერილი
- ტაბელარული ავტობიოგრფაია ფოტოსურათით
- კვალიფიკაციის/გამოცდილების დამასტურებელი მოწმობები
- ენის დამადასტურებლი მოწმობა (არსებობის შემთხვევაში)

2018 წლის 15 სექტემბრამდე ელ. ფოსტაზე მიიღებთ დადებით ან უარყოფით პასუხს პროგრამაში მონაწილეობის მიღების თაობაზე.