მომავლის სახელოსნო

მომავლის სახელოსნო @ Goethe-Institut Georgien

მომავლის სახელოსნო

საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებული 30 მოსწავლე გოეთეს ინსტიტუტმა საზაფხულო ბანაკში მონაწილეობოს სტიპენდიით დააჯილდოვა. ივლისის ბოლოს მონაწილეები რუსთავში შეიკრიბებიან, სადაც მათ საშუალება მიეცემათ, იმსჯელონ თავიანთ სამომავლო პერსპექტივებზე და ინოვაციურ და კრეატიულ იდეებზე იმუშაონ.  ბანაკის მსვლელობისას მოსწავლეები ინდვიდუალური პერსპექტივიდან გამომდინარე შეეხებიან ისეთ თემებს, როგორიცაა „რა სპეციალობას  მინდა დავეუფლო სკოლის დასრულების შემდეგ“,  „როგორ წარმომდიგენია იდეალური ქალაქი?“, „როგორ შეგვიძლია მივაღწიოთ მეტ პოლიტიკურ ჩართულობასა და გადაწყვეტილებების სამართლიანი მიღების პროცესს ?“, „როგორ ვიპოვოთ ბალანსი ეკონომიკურ წინსვლასა და მდგრად განვითარებას შორის?“გოეთეს ინსტიტუტისათვის ზემოთ ჩამოთვლილი თემებისადმი თავისუფალი მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია.
საზაფხულო ბანაკს ბერლინელი და ლაიფციგელი თეატრმცოდნეები გაუძღვებიან: თეატრი სწორედ ის ადგილია. სადაც ფიქცია რეალობად იქცევა. 
 
გადადით ჩვენს ინსტაგრამზე @Zkwssk
 
მომავლის სახელოსნო არვატო ბერთელსმანის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.