კონკურსი „ეკოლოგიის სკოლა“

კონკურსის შესახებ

"ეკოლოგიის სკოლის" პროექტის ფარგლებში, გოეთეს ინსტიტუტი მეოთხედ აცხადებს მოსწავლეთა კონკურსს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. კონკურსის თემატიკას წარმოადგენს მდგრადი განვითარების გამოწვევები და ეკოლოგიური პრობლემები საკუთარ გარემოში.

მოსწავლეთა ჯგუფები ამ საკითხებზე  საკუთარ კვლევით პროექტებს გამოიმუშავებენ, სადაც წარმოჩენილი იქნება ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა მათ საცხოვრებელ ადგილას, ქუჩაზე ან სკოლაში.
 
კონკრეტული იდეებითა და აქტივობებით, მოსწავლეთა გუნდები საზოგადოების ყურადღებას გაამახვილებენ არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებზე. საუკეთესო პროექტების გუნდები მოწვეულნი იქნებიან მე -5 საერთაშორისო ახალგაზრდულ ეკოლოგიურ კონფერენციაზე საკუთარი პროექტების წარსადგენად. წლევანდელ კონფერენციას მოყვება მოსწავლეთა რამდენიმედღიანი შეხვედრა.

  • ეკოლოგიის სკოლა © Goethe-Institut
  • ეკოლოგიის სკოლა © Goethe-Institut
  • ეკოლოგიის სკოლა © Goethe-Institut
  • ეკოლოგიის სკოლა © Goethe-Institut
  • ეკოლოგიის სკოლა © Goethe-Institut
  • ეკოლოგიის სკოლა © Goethe-Institut
  • ეკოლოგიის სკოლა © Goethe-Institut
  • ეკოლოგიის სკოლა © Goethe-Institut
  • ეკოლოგიის სკოლა © Goethe-Institut
  • ეკოლოგიის სკოლა © Goethe-Institut
  • ეკოლოგიის სკოლა © Goethe-Institut

თუ გაქვთ შეკითხვები კონკურსის შესახებ, გთხოვთ მიმართოთ შემდეგ ელექრონულ მისამართზე: umweltmachtschule@goethe.de

პროექტის ვებგვერდი: www.goethe.de/umweltmachtschule
ფეისბუკი: https://www.facebook.com/groups/umweltmachtschule/
VKontakte: http://vk.com/umweltmachtschule


პროექტს "ეკოლოგიის სკოლა" მიენიჭა გერმანიის მდგრადი განვითარების საბჭოს (RNE) ხარისხის ნიშანი "მდგრადი განვითარების პროექტი 2017." ნიშანი ენიჭება პროექტებს, რომლებიც მსოფლიოს უფრო სამართლიანს, ეკოლოგიურს და სოციალურს გახდიან  და განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ გერმანიისა და მსოფლიოს მდგრადი განვითარების საქმეში.

ეკოლოგიის სკოლა © Goethe-Institut