პროექტის აღწერა

შემოქმედებითი კომპასი საქართველო საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი

"შემოქმედებითი კომპასი საქართველო" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომელიც საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში (თბილისის გარეთ) კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდაჭერა, მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნითა და ცოდნის გაცვლის ხელშეწყობით.

რას წარმოადგენს შემოქმედებითი კომპასი საქართველო?

„შემოქმედებითი კომპასი“ აძლიერებს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას საქართველოს რეგიონებში (თბილისს გარეთ), ხელს უწყობს ცოცხალი და მდგრადი კულტურული გარემოს ჩამოყალიბებას. პროექტის მიზანია შემოქმედებითი თემების გაძლიერება, მათი ხილვადობის ზრდა და ადგილობრივ კონტექსტში მათი როლის განმტკიცება.

მრავალფეროვანი თანამშრომლობის ფორმატების მეშვეობით, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი უნიკალური რესურსები — მათ შორის კულტურული და ინდუსტრიული სივრცეები, ადგილობრივი კრეატიული ბიზნესები და ადამიანური პოტენციალი.

პროექტი ხელს უწყობს პროფესიული კავშირების გაფართოებასა და სწავლების ახალი შესაძლებლობების შექმნას, ზრდის მობილობას და ავითარებს მნიშვნელოვან პროფესიულ უნარებს. შედეგად, „შემოქმედებითი კომპასი“ აერთიანებს შემოქმედებით სფეროში მოქმედ პირებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდას და უზრუნველყოფს მათ აქტიურ ჩართულობას რეგიონების კულტურულ და სოციალურ განვითარებაში.
 

პროფესიული კავშირები

შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარება


 

შემოქმედებითი აქსელერაცია

დეტალური ინფორმაცია