ევროპის დღე 2025

ევროპის დღე 2025 © ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროპის დღე 2025 © ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროპის დღის აღნიშვნა: საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი — ერთ-ერთი წამყვანი კულტურის ინსტიტუცია საქართველოში

2025 წელს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტმა ევროპის დღის ფარგლებში არაერთი ღონისძიება გამართა.

9 მაისს, თბილისში, ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ინტერაქტიურ ქვიზში, კერამიკის ვორკშოპში. დასწებოდნენ ცოცხალი მუსიკის კონცერტს, ფილმის ჩვენებას, სახელოვნებო წიგნების ინსტალაციასა და იმ ხელოვანების საჯარო გამოსვლებს, რომლებიც საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ ევროკავშირის პროექტებთან თანამშრომლობენ.
21 ივნისს, ბათუმში, ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კრეატიულ აქტივობებში როგორიცაა გემების მოდელირება და მუსიკალური ვორკშოპი, რაც ცალსახად წარმოაჩენს „შემოქმედებითი კომპასის“ პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილი ინიციატივების ინოვაციურ მიდგომებს.  
 

 

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი


შენ ქმნი მუსიკას: მუსიკა ვორკშოპიდან

ეს მუსიკა ბათუმში ევროპის დღის ღონისძიების ფარგლებში დამსწრე აუდიტორიის მიერ შეიქმნა. ვორკშოპს უძღვებოდა 2024 წლის "შემოქმედებითი კავშირების" პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი - საბა აზნარაშვილი.


24-25 ოქტომბერს, ქუთაისის ევროპის დღის ფარგლებში, ლენი აკადემიასა და "რეფლექტორ" კლუბთან თანამშრომლობით, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტმა სტუმრებს საინტერესო პროგრამით უმასპინძლა.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ მუსიკის ვორკშოპებში. დასწრებოდნენ ფილმის ჩვენებასა და პანელურ დისკუსიას იმ ხელოვანების ჩართულობით, რომლებიც საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ ევროკავშირის პროექტებთან თანამშრომლობენ.

ღონისძიებების სერიამ დიალოგისა და შემოქმედებითი გაცვლის დინამიური პლატფორმა შექმნა, რაც ქალაქის კულტურული ცხოვრება მნიშვნელოვნად გაამდიდრა.


ევროპის დღის ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი წარმოადგენდა კულტურის სექტორს, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუცია. მრავალი წელია ინსტიტუტი აქტიურად უწყობს ხელს ქართული და ევროპული კულტურების დაახლოებას, რაც მის საქმიანობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კულტურული დიალოგისა და საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში.


2025 წლის ევროპის დღის ღონისძიებებმა დიდი რაოდენობით დამსწრე მოიზიდა — თბილისში 18,000, ბათუმში 7,000 და ქუთაისში 5,000-ზე მეტი ვიზიტორი.





 

გამოგვყევით