დამატებითი ინფორმაცია

უკან დაბრუნება. Goethe-Zertifikat C2: GDS

თქვენი გამოსვლაა! მოდულები

Goethe-Zertifikat C2: Großes Deutsches Sprachdiplom შედგება შემდეგი მოდულებისგან: კითხვა, მოსმენა, წერა და ლაპარაკი (ზეპირი ინდივიდუალური გამოცდა). გამოცდა მთელ მსოფლიოში ერთიანი სტანდარტებით ტარდება და ფასდება.

წერითი მოდულის ლიტერატურასთან დაკავშირებული დავალებების შემუშავება ხდება მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

ოთხი მოდულის ჩაბარება შესაძლებელია ცალ-ცალკე ან კომბინირებულად. ოთხივე მოდულზე გაცემული ცალკეული სერტიფიკატები შეესაბამება ერთ საერთო სერტიფიკატს.

მოდულების კითხვამოსმენაწერა და ლაპარაკი შეფასება ხდება საგამოცდო ცენტრში.

 

კითხვა

თქვენ კითხულობთ დარგობრივ ტექსტებს, კომენტარებს, რეპორტაჟებსა და განცხადებებს და სხვადასხვა დავალებებს ამუშავებთ. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ტექსტების გაგება, მაშინაც კი, როდესაც ის აბსტრაქტული, ან შინაარსობრივად და ენობრივად კომლექსურია და ამავდროულად იმპლიციტური მნიშვნელობებიც გესმით.

ხანგრძლივობა: 80 წუთი

წერა

თქვენ მოკლე რეფერატის სხვაგვარი ფორმულირება უნდა მოახდინოთ ნაწილების მიხედვით და ზოგადი ან ლიტერატურასთან დაკავშირებული თემის გარშემო ტექსტი უნდა შეადგინოთ, რომელიც მკითხველის წერილის ან წიგნის რეცენზიის მსგავსად კარგად სტრუქტურირებული და სტილისტურად გამართული იქნება. ასარჩევად გეძლევათ ორი ზოგადი თემა ან ლიტერატურის სიის ორი წიგნიდან თითო თემა. თქვენ ოთხი შესაძლებელი თემიდან ერთ-ერთს ამუშავებთ.

ხანგრძლივობა: 80 წუთი.

მოსმენა

თქვენ ისმენთ რეპორტაჟებს მასმედიიდან, არაფორმალურ საუბრებსა და ექსპერტების ინტერვიუებს ბუნებრივ სასაუბრო ტემპში და სხვადასხვა დავალებებს ამუშავებთ.

ხანგრძლივობა: დაახლ. 35 წუთი.

ლაპარაკი

თქვენ გამოდიხართ მოხსენებით კომპლექსური თემის შესახებ, მაგ. გლობალიზაცია, რომლის დროსაც დასმულ კითხვებზე საკუთარ არგუმენტაციას გარკვევით წარმოადგენთ. ასევე უნდა წარმართოთ დისკუსია მომხრე-მოწინააღმდეგეს რეჟიმში კიდევ ერთ თემაზე, სადაც საკუთარ აზრს დაიცავთ, საწინააღმდეგო არგუმენტებზე მოახდენთ რეაგირებასა და თანამოსაუბრის თქვენი პოზიციის სისწორეში დარწმუნებას შეეცდებით.

ხანგძლივობა: დაახლ. 15 წუთი.

წინაპირობები

Goethe-Zertifikat C2: Großes Deutsches Sprachdiplom არის გერმანული ენის გამოცდა მოზრდილთათვის.
 
გოეთეს ინსტიტუტის გამოცდები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის და მათი ჩაბარება არაა დამოკიდებული არც რაიმე მინიმალური ასაკის მიღწევაზე და არც გერმანიის მოქალაქეობის ფლობაზე.
  • Goethe-Zertifikat C2: Großes Deutsches Sprachdiplom რეკომენდირებული ასაკი 16 წლიდან იწყება.
  • Goethe-Zertifikat C2: Großes Deutsches Sprachdiplom სერტიფიკატი ითვალისწინებს გერმანული ენის ცოდნას, რომელიც საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) მეექვსე და უმაღლეს C2 საფეხურს შეესაბამება.
  • ამ საფეხურის მისაღწევად - წინასწარი ცოდნისა და სასწავლო შესაძლებლობების მიხედვით - საჭიროა სულ მცირე 1000 45-წუთიანი აკადემიური საათის გავლა.