Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)
Eröffnung der Ausstellung UNIVERSUM.MENSCH.INTELLIGENZ im Juni 2021 in der Zentrale in München© Goethe-Institut; Fotografin: Loredana La Rocca

სამყარო. ადამიანი. ინტელექტი.

ინტერაქტიული გამოფენა 25 ოქტომბრიდან 29 ნოემბრამდე
მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. G კორპუსი.


გოეთეს ინსტიტუტი, მაქს პლანკის საზოგადოება და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ გამოფენას „სამყარო. ადამიანი. ინტელექტი”, რომელიც ეძღვნება უახლეს სამეცნიერო მიღწევებს გერმანიაში. ინტერაქტიული გამოფენა მოგვითხრობს კაცობრიობის დიდ საიდუმლოებებსა და მეცნიერული აზროვნების მიღწევებზე.

„სამყარო. ადამიანი. ინტელექტი.“ წარმოადგენს მაქს პლანკის საზოგადოების კვლევის შედეგებს, მიმდინარე და სამომავლო კვლევით პროექტებს გერმანიიდან და წამოაყენებს ისეთ შეკითხვებს, რომლებიც კაცობრიობის მიერ ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. გამოფენის მიზანია ინტერესის გაღვივება მეცნიერებისა და გერმანული ენის მიმართ.

გამოფენა ხუთი თემატური სფეროსგან შედგება: „სამყარო“, „ჰომო საპიენსის გზა“, „ჩვენი ტვინი“, „ცხოვრება ანთროპოცენში“ და „ხელოვნური ინტელექტი“. თითოეულ მოდულში არის ინსცენირების ელემენტი: მაგალითად, მონიტორი "ფეისმორფინგისთვის", ატმოსფერული გარსი, რომელიც აჩვენებს დისტანციებს გალაქტიკაში ან თაროები სხვადასხვა ლაბორატორიული ჭურჭლით. გამოფენაზე გაეცნობით ბევრ საინტერესო სამეცნიერო სიახლეს. QR კოდების მეშვეობით გადახვალთ დამატებით მასალაზე, რომელიც ვიდეოების, სურათებისა და პოდკასტების სახითაა წარმოდგენილი.

გამოფენა ძირითადად გამიზნულია სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ გერმანულ ენას და ინტერესდებიან მეცნიერებით. თუმცა ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირსაც შეუძლია გამოფენაზე მოსვლა.



რეგისტრაცია

დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისათვის 25 ოქტომბრიდან 29 ნოემბრამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე

მნახველთა ჯგუფები კი უნდა დარეგისტრირდენ ქვემოთ მითითებულ თარიღებზე (რეგისტრაციას გადის კლასის მასწავლებელი)

გადმოწერეთ წინასწარ გამოფენის აპლიკაციები:

UMI AR:
აიფონისთვის
ანდროიდისთვის

Actionbound:
აიფონისთვის
ანდროიდისთვის

ასევე გადმოწერეთ შესაბამისი დონის სამუშაო ფურცლები.

რეგისტრაცია უკვე დაწყებულია!

გთხოვთ დაუკავშირდეთ როგორც პედაგოგი გამოფენის კოორდინატორს და მისწერეთ მას შემდეგი მონაცემები:
1. რომელ რიცხვში და რომელ საათზე გსურთ კლასის მოყვანა
2. ბავშვების რაოდენობა, ასაკი და კლასი
3. თქვენი სკოლის დასახელება
4. თქვენი საკონტაქტო ნომერი

მნახველთა მაქსიმალური რაოდენობაა 25 მოსწავლე


თავისუფალი თარიღები შეგიძლიათ ნახოთ აქ

თარიღები (გთხოვთ დაუკავშირდეთ შესაბამის კოორდინატორს დღეებისა და დროების მიხედვით):

28 ოქტომბერი:
10-11 სთ, 11-12 სთ, 12-13 სთ, 13-14 სთ, 14-15 სთ, 15-16 სთ, 16-17 სთ - ნუცა თოთლაძე, nutsa1totladze1@gmail.com

31 ოქტომბერი, 7 ნოემბერი, 14 ნოემბერი, 27 ნოემბერი, 28 ნოემბერი:
10-11 სთ, 11-12 სთ, 12-13 სთ - ანა ჩაჩხიანი, Anuki.chachxiani@gmail.com
13-14 სთ, 14-15 სთ, 15-16 სთ, 16-17 სთ - ნუცა თოთლაძე, nutsa1totladze1@gmail.com

2 ნოემბერი, 9 ნოემბერი, 23 ნოემბერი:
10-11 სთ, 11-12 სთ, 12-13 სთ, 13-14 სთ, 14-15 სთ, 15-16 სთ, 16-17 სთ, - ანა ბედენაშვილი, ana.bedenashvili.2@iliauni.edu.ge

4 ნოემბერი, 11 ნოემბერი, 25 ნოემბერი:
10-11 სთ, 11-12 სთ, 12-13 სთ, 13-14 სთ, 14-15 სთ, 15-16 სთ, 16-17 სთ  - ნუცა თოთლაძე, nutsa1totladze1@gmail.com

15 ნოემბერი, 29 ნოემბერი:
10-11 სთ, 11-12 სთ, 12-13 სთ, 13-14 სთ - ანა ჩაჩხიანი, Anuki.chachxiani@gmail.com
14-15 სთ, 15-16 სთ, 16-17 სთ - კონსტანტინე ჭიპაშვილი, k.chipashvili03@gmail.com

პარტნიორები


Partner © Goethe-Institut

კონტაქტი

დოქტ. სიუზან რადვანი
ენის განყოფილების ხელმძღვანელი დირექტორის მოადგილე
Tel.: +995 32 93 89 45
Suzan.Radwan@goethe.de


ლუკა სეფაშვილი
განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის განყოფილების კოორდინატორი
Tel.: +995 32 93 89 45
Luka.Sepashvili@goethe.de