Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)
CoronaFoto: Goethe-Institut

აქტუალური ინფორმაცია: კორონა


გერმანული ენის კურსები

სტუდენტებისა და მოსწავლეების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გადავდივართ დისტანციური სწავლების ფორმატზე. სასწავლო პროცესი წარიმართება დისტანციურად - ჩვენს სასწავლო პლატფორმაზე მუშაობისა და ონლაინ სესიების ფორმით.

ჩვენთან ისწავლით გერმანულ ენას უკვე ონლაინ ფორმატში.


გერმანული ენის გამოცდები

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში საგამოცდო პროცესი განახლდა!

რომელი გამოცდა რა დროს და რა რეგულაციებით ჩატარდება, შეგიძლიათ იხილოთ საგამოცდო რუბრიკაში:

დაჯავშნეთ და ჩააბარეთ თქვენთვის სასურველი გამოცდა!

გამოცდებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვა შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე:

Pruefungen-tbilissi@goethe.de


კვალიფიკაციის ამაღლება გერმანული ენის მასწავლებლებისთვის

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში დროებით შეჩერებულია კვალიფიკაციის ამაღლების სემინარების ჩატარება. მალე შეძლებისდაგვარად შემოგთავაზებთ სემინარებს ონლაინ ფორმატში. განახლებული განრიგისა და ფორმატის  შესახაბ  ინფორმაციას მიიღებთ ჩვენი ვებგვერდისა და სოციალური ქსელების საშუალებით. დარეგისტრირებული მასწავლებლები მიიღებენ ინფორმაციას ელექტრონულ ფოსტაზე. შეკითხვები გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე:
sbbko1-tbilissi@goethe.de


ღონისძიებები

ჩვენი ღონისძიებები გადაიდო ან გაუქმდა. დეტალური ინფორმაციას გამოქვეყნებულია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის საკომუნიკაციო არხებზე:

კულტურა კრიზისის დროს


ბიბლიოთეკა

გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკა ღიაა, ჩვენს მედიებზე ხელი მიგიწვდებათ ასევე Onleihe-ს საშუალებით. ბიბლიოთეკის მომსხურებასთან დაკავშირებული კითხვებით მოგვმართეთ ელექტრონულ მისამართზე:
Bibliothek-Tbilissi@goethe.de


ზოგადი ინფორმაცია

სიახლეების შესახაბ ინფორმაციას მიიღებთ ჩვენი ვებგვერდისა და სოციალური ქსელების საშუალებით. ზოგადი შეკითხვებისათვით მოგვმართეთ ელექტრონულ მისამართზე:
Info-tbilissi@goethe.de

ხშირად დასმული შეკითხვები


ისწავლეთ, იკითხეთ და მოიპოვეთ ინფორამცია ონლაინ

Illustration of a child and a young adult infront of a computer Illustration: Tobias Schrank © Goethe-Institut

#ონლაინპროგრამა

მოიწყინეთ სახლში? აქ იპოვით საინტერესო მასალებს, რომლებიც სახლში მყუდროდ მოკალათებულებს დაგხმარებათ მრავალფეროვანი გახადოთ სწავლის პროცესი. გადახედეთ და იპოვეთ თამაშები, მოსასმენი და საკითხავი მასალები და ცოდნის შესამოწმებელი ტესტები.

100-ზე მეტი გერმანულენოვანი ფილმი ონლაინ

ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე Onleihe უკვე ხელმისაწვდომია 100-ზე მეტი გერმანულენოვანი ფილმი. თქვენ უფასოდ შეგიძლიათ ნახოთ როგორც კლასიკის ასევე თანამედროვე პროდუქციის ნიმუშები

გერმანული შენთვის

პლატფორმაზე "გერმანული შენთვის" იპოვით გერმანული ენის უფასო სავარჯიშოებს. ამასთან ერთად  ფორუმში შეძლებთ სხვა მომხმარებლებთან გამოცდილების გაზიარებას .

Illustration of a man and a woman infront of a computer Illustration: Tobias Schrank © Goethe-Institut

შინ მოყურყუტე

გააგრძელეთ გერმანული ენის შესწავლა სახლიდან გაუსვლელად. ამაში დაგეხმარებათ გოეთეს ინსტიტუტის რეკომენდაციები ციფრული სწავლისთვის, ინტერაქციული სავარჯიშოები და თამაშები.

digitalunterrichten GI

სწავლება ციფრული მედიებით

ციფრული სწავლება გამოწვევაა, რაშიც ჩვენ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებითა და კომპეტენციით შეგვიძლია დაგეხმაროთ. აქ იხილავთ პრაქტიკულ რჩევებს, უფასო მასალებსა და ტრენინგებს თქვნი მედიაკომპეტენციის გასავითარებლად.  უფასო ვებინარები გერმანული ენის სწავლების მეთოდიკაში მედიაკომპეტენციების გააქტიურებაში დაგეხმარებათ