კატეგორია: საკლასო აქტივობა ლექსიკის სწავლება ონლაინ ინსტრუმენტებით

ონლაინ სემინარი

სემინარის აღწერილობა

ასწავლით გერმანულს, როგორც უცხო ენას და გსურთ გამოიყენოთ ციფრული მედია, რათა თქვენი გაკვეთილი უფრო მრავალფეროვანი გახდეს? სემინარზე გაეცნობით ციფრული ინსტრუმენტებსა და სავარჯიშოებს ლექსიკის წარმატებული სწავლებისთვის. კონკრეტული მაგალითების საფუძველზე გაიგებთ, თუ რომელი ინსტრუმენტებია საუკეთესო ლექსიკის გაცნობის, მისი გავარჯიშებისა და გამოყენებისათვის. აგრეთვე, მიიღებთ პრაქტიკულ რჩევებს ციფრული მედიისა და შესაბამისი მასალის საგაკვეთილო პროცესში გამოყენების შესახებ.

მიზნობრივი ჯგუფი

საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები

ფორმატი და ხანგრძლივობა

 ონლაინ ტრენინგი 2 სასწავლო ერთეულით
13.11.2020, 16:00 - 17:30 
 

სემინარს უძღვება:

აგნეშკა კრაევსკა

ტექნიკკური წინაპირობები

ვირტუალური საკურსო სივრცე: „ზუმი“
მობილურზე თუ კომპიუტერთან: გესაჭიროებათ სტაბილური ინტერნეტკავშირი, ყურსასმენები და მიკროფონი
„ზუმში“ შესვლა შესაძლებელია ღონისძიების დაწყებამდე 15წუთით ადრე.
სასურველია ჩამოტვირთოთ „ზუმის“ აპლიკაცია, ვინაიდან ვებბრაუზერით წვდომა არასტაბილურია.

რეგისტრაცია და კონტაქტი

უკვე შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ ონლაინ-ფორმულარის გამოყენებით.
დამატებით ინფორმაციის მიღების მიზნით მოგვწერეთ ელ. ფოსტით: 
Christina.Nefzger@goethe.de

კრედიტები

ერთი კრედიტისთვის საჭირო 25 სე-ის დასაგროვებლად, კვალიფიკაციის ამაღლების ერთი კატეგორიის ფარგლებში შეგიძლიათ რამდენიმე სემინარში მიიღოთ მონაწილეობა. კვალიფიკაციის ამაღლებას გთავაზობთ მომდევნო კატეგორიებში:

  • მხარეთმცოდნეობა
  • აქტივობა გაკვეთილზე
  • CLIL - საგნის და ენის ინტეგრირებულად სწავლება

დაბრუნება