კატეგორია: საკლასო აქტივობა კრეატიული წერა გერმანულის, როგორც უცხო ენის გაკვეთილზე

ონლაინ სემინარი

სემინარის აღწერილობა

Mitch Miller (c) Mitch Miller

კრეატიული წერა ლიტერატურული ხდომილება, თავისუფალი წერა და ძიებაა. ეს არის ენასთან მუშაობით ტკბობა და სიამოვნება. კრეატიული წერა ლექსების, მოთხრობების და პოეტური სლემების თხზვაა. კრეატიული წერა არის მეტრიკა, რიტმი და გრძნობა. მაგრამ, პირველ ყოვლისა, ეს არის შესაძლებლობა, გერმანულის გაკვეთილი თითოეული მოსწავლისთვის ემოციურ გამოცდილებად აქციო.
 
პრაქტიკულ სემინარზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მეთოდი, რომელთა მიზანია, განსაკუთრებით დამწყებები, აზიაროს გერმანულ ენასთან კრეატიულ მუშაობას. აღნიშნული მეთოდები ონლაინ გაკვეთილზეც წარმატებულად გამოიყენება. წერილობითი სავარჯიშოები ემსახურება გერმანულ, როგორც უცხო ენაზე კრეატიულ წერასთან მარტივი მიდგომების სწავლებას. ამასთან, სავარჯიშოებს არა მარტო ვხსნით, არამედ ვასრულებთ კიდეც სემინარის მონაწილეებთან ერთად .

მიზნობრივი ჯგუფი

საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის სკოლების პედაგოგები

ფორმატი და ხანგრძლივობა

ონლაინ სემინარი: 8 აკ. სთ
29/10/2020 სავარაუდოდ 16-დან 19:00 სთ-მდე
31/10/2020 სავარაუდოდ 11-დან 14 სთ-მდე

სემინარს უძღვება:

მიტჩ მილერი ("die Zeilenschmiede„/ სააგენტო ‘სტრიქონის მჭდლები’)

ტექნიკური წინაპირობები


ვირტუალური სასწავლო სივრცე: „ზუმი“
მობილურზე თუ კომპიუტერთან: გესაჭიროებათ სტაბილური ინტერნეტკავშირი, ყურსასმენები და მიკროფონი
„ზუმში“ შესვლა შესაძლებელია ღონისძიების დაწყებამდე 15წუთით ადრე.
სასურველია ჩამოტვირთოთ „ზუმის“ აპლიკაცია, ვინაიდან ვებბრაუზერით წვდომა არასტაბილურია.

რეგისტრაცია და კონტაქტი

უკვე შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ ონლაინ-ფორმულარის საშუალებით.
დამატებით ინფორმაციას მიიღებთ ელ. ფოსტით: 
Christina.Nefzger@goethe.de

კრედიტები

ერთი კრედიტისთვის საჭირო 25 სე-ის დასაგროვებლად, კვალიფიკაციის ამაღლების ერთი კატეგორიის ფარგლებში შეგიძლიათ რამდენიმე სემინარში მიიღოთ მონაწილეობა. კვალიფიკაციის ამაღლებას გთავაზობთ მომდევნო კატეგორიებში:

  • მხარეთმცოდნეობა
  • აქტივობა გაკვეთილზე
  • CLIL - საგნის და ენის ინტეგრირებულად სწავლება

დაბრუნება