კატეგორია: საკლასო აქტივობა გრამატიკის გააქტიურება ქვიზითა და ონლაინ აქტივობებით

ონლაინ სემინარი

სემინარის აღწერილობა

ასწავლით გერმანულს, როგორც უცხო ენას და გსურთ გამოიყენოთ ციფრული მედია, რათა თქვენი გაკვეთილი უფრო მრავალფეროვანი გახდეს? ამ სემინარში ჩვენ განვიხილავთ ონლაინ საშუალებებს, აპლიკაციებსა და ინტერნეტ რესურსებს, კონტექსტში შესაბამისი სტრუქტურების  შეყვანის, გავარჯიშებისა და გამოყენების მიზნით. თქვენ გაეცნობით პრაქტიკულ მაგალითებს და შეძლებთ გამოსცადოთ ინტერაქტიული და თამაშებზე გათვლილი იდეები, რომელთა მიზნობრივ ინტეგრირებასაც  თქვენს გაკვეთილებში განახორციელებთ.

მიზნობრივი ჯგუფი

საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები

ფორმატი და ხანგრძლივობა

ონლაინ ტრენინგი 2 სასწავლო ერთეულით
13.11.2020, 16:00 - 17:30 
 

სემინარს უძღვება:

აგნეშკა კრაევსკა

ტექნიკკური წინაპირობები

ვირტუალური საკურსო სივრცე: „ზუმი“
მობილურზე თუ კომპიუტერთან: გესაჭიროებათ სტაბილური ინტერნეტკავშირი, ყურსასმენები და მიკროფონი
„ზუმში“ შესვლა შესაძლებელია ღონისძიების დაწყებამდე 15წუთით ადრე.
სასურველია ჩამოტვირთოთ „ზუმის“ აპლიკაცია, ვინაიდან ვებბრაუზერით წვდომა არასტაბილურია.

რეგისტრაცია და კონტაქტი

უკვე შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ ონლაინ-ფორმულარის გამოყენებით.
დამატებით ინფორმაციის მიღების მიზნით მოგვწერეთ ელ. ფოსტით: 
Christina.Nefzger@goethe.de

კრედიტები

ერთი კრედიტისთვის საჭირო 25 სე-ის დასაგროვებლად, კვალიფიკაციის ამაღლების ერთი კატეგორიის ფარგლებში შეგიძლიათ რამდენიმე სემინარში მიიღოთ მონაწილეობა. კვალიფიკაციის ამაღლებას გთავაზობთ მომდევნო კატეგორიებში:

  • მხარეთმცოდნეობა
  • აქტივობა გაკვეთილზე
  • CLIL - საგნის და ენის ინტეგრირებულად სწავლება

დაბრუნება