გასაცნობი კურსი გერმანული ენის პედაგოგთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის

ონლაინ ტრენინგი

გინდათ მოემზადოტ გერმანული ენის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის?

ტრენინგის მოკლე აღწერა
ამ კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოთხოვნებსა და ფორმატს

შედეგები და მიზნები
მონაწილეები

  • სხვადასხვა ნიმუშის საშუალებით პრაქტიკულად გაეცნობიან გამოცდის ნაწილებსა და საგამოცდო ტექნიკებს
  • შეძლებენ მოახდინონ ენის ცოდნასა და საგამოცდო ტექნიკასთან დაკავშირებული შეცდომების იდენტიფიცირება და ამ შეცდომების გაანალიზებისა და კორექტურის საშუალებით ხარვეზებზე მიზანმიმართულ მუშაობასა და შედეგის გაუმჯობესებას.

თარიღი და განრიგი

ტრენინგი ჩატარდება ონლაინ ფორმატში

  • 10.06.2023 (შაბათი) - 12:00 - 15:30
  • 11.06.2023 (კვირა) - 10:00 - 13:30
ტრენინგის მოცულობა არის  8 აკ. სთ-ს.

ტექნიკური წინაპირობები

გამართული აუდიოსისტემა და სწრაფი ინტერნეტი

რეგისტრაცია და კონტაქტი

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა 5 ივლისამდე ონლაინ ფორმულარის საშუალებით.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

დამატებითი ინფორმაციის მირება შეგიძლიათ ელ-ფოსტის საშუალებით. დაგვიკავშირდით:
Ana.Mshvildadze@goethe.de
Luka.Sepashvili@goethe.de

დაბრუნება