კატეგორია: ქვეყანათმცოდნეობა უცხო ენის სწავლება ციფრული მედიებით - დამატებითი ღირებულება თუ დროის ფლანგვა?

სემინარი გერმანული ენის მასწავლებლებისთვის

#გოეთესახლშირჩება

გოეთეს ინსტიტუტში დროებით შეჩერებულია კვალიფიკაციის ამაღლების სემინარების ჩატარება. მალე შეძლებისდაგვარად შემოგთავაზებთ სემინარებს ონლაინ ფორმატში. განახლებული განრიგისა და ფორმატის  შესახებ  ინფორმაციას მიიღებთ ჩვენი ვებგვერდისა და სოციალური ქსელების საშუალებით. დარეგისტრირებული მასწავლებლები მიიღებენ ინფორმაციას ელექტრონულ ფოსტაზე.

სემინარის აღწერა

მასწავლებლებს დღესდღეობით თანამედროვე სახელმძღვანელოები მრავალფეროვან ციფრულ მხარდაჭერას სთავაზობენ. მოსწავლეები კი, თავის მხრივ, იყენებენ აპლიკაციებს, უმეტესად სიტყვენის სწავლისთვის. აპლიკაციებიც და გამომცემლობების ინტერნეტ გვერდებიც უმეტესწილად სიტყვების ჩასმისა და დალაგების სავარჯიშოებს მოიცავენ, რომლებიც ბეჭდური სამუშაო წიგნების სავარჯიშოებისგან არ განსხვავდებიან. სემინარზე მოხდება ამ თემაზე მასწავლებლების გამოცდილებების გაზიარება დააქტუალური შემოთავაზებების მიმოხილვა და მათი ხარისხის ანალიზი.

თემები

ციფრული მედიების გამოყენება გაკვეთილზე და პირადი მიზნებისთვის - გამოცდილებების გაზიარება.
სახელმძღვანელოების ციფრული დამატებები - რას მივყავართ მიზნამდე? რა შედეგს (ვერ) აღწევენ შემსწავლელები?
Deutsche Welle-სა და გოეთეს ინსტიტუტის ციფრული სასწავლო მასალები  - გამოცდილებები და რჩევები
გაკვეთილზე ციფრული მეთოდების გამოყენება, მაგ., Mentimeter-ითა და Kahoot-ით მუშაობა
მობილური ტელეფონით მუშაობა გაკვეთილზე:  სასწავლო აპები (LernApps) და სხვ.

სამიზნე ჯგუფი

გერმანული ენის მასწავლებლები.

ფორმატი და ხანგრძლივობა

დასწრებული სემინარი
14 აპრილი 2020
4 აკ. სთ
14:00 სთ-დან

რეგისტრაცია და კონტაქტი

რეგისტრაციის გავლა შეგიძლით ონლაინ ფორმულარის საშუალებით.

დამატებითი ინფორმაცია:
ტელ. +995 32 2938945
ana.mshvildadze@goethe.de

სემინარის ხელმძღვანელი

ჰერმან ფუნკი
www.alm.uni-jena.de


 

დაბრუნება