ონლაინ საკვალიფიკაციო კურსი გერმანული ენის მასწავლებლებისთვის DLL 10: DaF für Jugendliche

საკვალიფიკაციო კურსის სერია: გერმანული ენის სწავლებლის სწავლა

DLl 10: DaF für Jugendliche


DaF მოზარდებისთვის განკუთვნილია გერმანული ენის მასწავლებლებისთვის, რომლებიც ასწავლიან მოზარდებს 12-დან 19 წლამდე.

მოზარდები განსხვავებულად სწავლობენ ვიდრე ბავშვები და მოზრდილები. მოზარდობის პერიოდში ადამიანი განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც გავლენას ახდენს სწავლაზე. მასწავლებლები მუდმივად ეძებენ კონცეფციებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩაატარონ გაკვეთილი ამ განსაკუთრებულ სამიზნე ჯგუფთან და გამოიყენონ მათი პოტენციალი.
ჩვენი 10-კვირიანი ონლაინ ტრენინგი ეხება შემდეგ კითხვებს: როგორ ვითარდებიან მოზარდები კოგნიტურად, ფიზიკურად, სოციალურად და ლინგვისტურად და რა მნიშვნელობა აქვს ამ განვითარების პროცესებს ენის შესწავლისთვის? რა როლს ასრულებს სწავლისადმი მოტივაცია და როგორ წარმოუდგენიათ მოზარდებს გერმანული ენის კარგი მასწავლებელი? როგორ მიმდინარეობს დღეს გერმანული ენის გაკვეთილი? როგორია ენის კურსი, რომელიც ეხმარება მოზარდებს მოსწავლეებს გერმანული ენის წარმატებით სწავლაში?


კურსის ხანგრძლივობა: 2022 წლის 4 აპრილი - 12 ივნისი
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2022 წლის 2 აპრილი

რას გთავაზობთ აღნიშნული ონლაინ კურსი?

  • გოეთეს ინსტიტუტი საქართველო გთავაზობთ 12-კვირიან ონლაინ მასწავლებლების გადამზადების კურსს. იგი იწყება შესავალი კვირით, რა დროსაც განისაზღვრება ცენტრალური ტერმინები და შინაარსი. კურსის ბოლოს მიმდინარეობს პრაქტიკული  პროექტის (PEP) დაგეგმვა და განხორციელება. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები იღებენ მონაწილეობის დასტურს.
  • აღნიშნული ონლაინ ტრენინგი წარმოადგენს ჯგუფურ კურსს. მონაწილეებს ზედამხედველობას უწევს DLL ტრენერი, რომელიც გეხმარებათ კურსის შინაარსის დამუშავებაში და მოდერირებას უწევს ჯგუფს შიგნით კომუნიკაციას.
  • თქვენ მიიღებთ ყოვლისმომცველ  მასალებს დამოუკიდებელი სწავლისთვის, პრაქტიკულ ამოცანებსა და გოეთეს ინსტიტუტის ინტერაქტიულ სასწავლო პლატფორმაზე წვდომას.

მონაწილეობის წინაპირობები:

  • გერმანული ენის სწავლება სახელმწიფო დაწესებულებაში საქართველოში, სომხეთსა ან აზერბაიჯანში;
  • გერმანული ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება გერმანისტიკაში ან გერმანული როგორც უცხო ენა (DaF);
  • გერმანული ენის სწავლების გამოცდილება;
  • კომპიუტერის მინიმალურ დონეზე ცოდნა, ელ. ფოსტით კომუნიკაცია, ინტერნეტი (კურსი ტარდება მხოლოდ ონლაინ);
  • შესაძლებლობა გაკვეთილზე PEP პროექტის განხორციელებისა
* შენიშვნა: თუ სწავლება მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში, შესაძლებელია PEP-ის ასევე ონლაინ განხორციელება .

                                                                               კურსზე თავისუფალი ადგილები აღარ არის!

   

დაბრუნება